მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა სფეროში აპირებს Samsung-ი $73 მილიარდის ინვესტირებას?

samsung

სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung Electronics-მა 2026 წლისთვის რეკორდული კაპიტალური დანახარჯების გეგმა წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, კომპანია AI-ნახევარგამტარების ბაზარზე დომინირების მოსაპოვებლად $73.2 მილიარდი ინვესტირებას გეგმავს.

საინვესტიციო სტრატეგია ძირითადად მაღალი გამტარობის მეხსიერების ჩიპების წარმოების გაფართოებასა და მოწინავე, 2-ნანომეტრიანი პროცესორების დახვეწას ემსახურება.

ინვესტიციის უდიდესი ნაწილი კორეულ საწარმოო კომპლექსში ახალი ხაზების მშენებლობასა და აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარე Taylor-ის ქარხნის აღჭურვას მოხმარდება.

როგორც ცნობილია, Samsung-ის მიზანია, 2026 წლის ბოლომდე HBM4 ჩიპების მასობრივი წარმოება დაიწყოს, რათა NVIDIA-ს და სხვა AI-გიგანტების მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

კომპანია ვარაუდობს, რომ AI-სექტორიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს მათ ჯამურ მოგებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს და დროსთან ერთად მისი წილი უფრო მეტად გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები