მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები აქვს საინვესტიციო ფონდ "ფორსაიტ კაპიტალს"? - ნოემბრის რიცხვები

6391fba4e3512
ანუკა ჯოხაძე
08.12.22 20:37
1068
“საინვესტიციო პორტფელი და ფონდის მოცულობა იზრდება”- ასე აფასებს Foresight investment group-ის საინვესტიციო ოფიცერი რატი მორჩილაძე ფონდის შედეგებს.

როგორც მან გადაცემა "საქმიან დილაში" თქვა, გასულ თვეში ფონდის ინვესტორებს დივიდენდის სახით სარგებელი დაერიცხათ და მომდევნო თვეებშიც მოლოდინია, რომ იგივე დინამიკა გაგრძელდება.

“რაც შეეხება შედეგებს, ოქტომბერში და ნოემბერში ჩვენმა ინვესტორებმა დივიდენდის სახით შემოსავალი, სარგებელი მიიღეს. ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ჩვენი პროდუქტისა არისაა, რომ როდესაც ადამიანი ფონდში ფულს დებს, ის თავისთვის რეგულარულ ყოველთვიურ შემოსავალს უზრუნველყოფს. ჩვენმა ინვესტორებმა ნოემბერშიც მიიღეს სარგებელი, რაც 0.42% შეადგენდა, რაც წინა თვეების იდენტურია,”- ამბობს Foresight investment group-ის საინვესტიციო ოფიცერი რატი მორჩილაძე.

კითხვაზე - როგორ აფასებს ფონდი საქართველოს კაპიტალის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და რა გამოწვევებია, რატი მორჩილაძე პასუხობს, რომ მთავარი პრობლემა ცნობადობაა. მისი თქმით, ამ კუთხით შესაბამისი ნაბიჯები იდგმება, რომ საინვესტიციო ფონდების პროდუქტების შესახებ ადამიანებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ და დაფინანსების ამ წყაროს უპირატესობა მათთვის ცნობილი იყოს.

კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას ფონდის საინვესტიციო ოფიცერი აცხადებს, რომ ამ მიმართულების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის წინაპირობაა.

“IMF-ის პროგნოზის მიხედვით 2022 წელს საქართველოში ველოდებით 10%-იან ზრდას, რაც ძალიან კარგია. თუმცა 2023 წლის პროგნოზი არის 4%, 2024 წლის 5% და გრძელ ვადაში ნარჩუნდება ეს 4-5%-იანი ზრდა. დამეთანხმებით, რომ საქართველოს ზომის ეკონომიკისთვის 4-5%-იანი ზრდა წელიწადში ძალიან ცოტაა. იმისთვის, რომ საქართველო განვითარებული ქვეყნების სიას შეუერთდეს, შემდეგი 10-15 წლის განმავლობაში, მინიმუმ 10%-იანი ზრდა ყოველ წელს გვჭირდება. ხოლო იმისთვის, რომ ამ მაჩვენებელზე გავიდეთ ქვეყანაში უნდა შეიქმნას დამატებითი ზრდის მექანიზმები. უნდა შეიქმნას ახალი დარგები და უნდა განვითარდეს არსებული. იმისთვის, რომ ეს შევძლოთ, ერთ-ერთი წინაპირობა კაპიტალის ბაზრის განვითარებაა,"- ამბობს საინვესტიციო ოფიცერი რატი მორჩილაძე.

ცნობისთვის, „ფორსაით კაპიტალი“, როგორც საინვესტიციო ფონდი ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მარტში დაარეგისტრირა. ფონდის დაგეგმილი მოცულობა 30$ მლნ-ია. ვადიანობა ხუთი წელი. ფონდმა რამდენიმე თვეა დანერგა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ისინი ყოველთვიურად აქვეყნებენ შედეგებს. ეს მათი მოსაზრებით, კაპიტალის ბაზრების მიმართ ცნობიერების ზრდას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები