მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები აქვს TNET-ის სუპერ აპს? - ნიკა ჩილინდრიშვილის განმარტება

ნიკა ჩილინდრიშვილი

“ჯამურად, TNET-ს ორ მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს - ეს ადამიანები ჩვენს პლატფორმებს ყოველდღიურად იყენებენ, რითაც ქართული ინტერნეტის ტრაფიკის 40%-ს აგენერირებენ”, - ამის შესახებ TNET-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა, ნიკა ჩილინდრიშვილმა TECH INFORM-ში განაცხადა და დასძინა, რომ თავად სუპერ აპს, ამ ეტაპზე, 150 ათასი გადმოწერა დაუგროვდა, მაგრამ კომპანია ისეთი სერვისების დამატებას გეგმავს, რომელთა გამო მომხმარებლებს სუპერ აპის უფრო ხშირად გამოყენება დასჭირდებათ, მათ შორის დღეში რამდენიმეჯერ.

“სუპერ აპი რამდენიმე თვის წინ გავუშვით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ბეტა რეჟიმში მუშაობდა. რამდენიმე კვირის წინ დიდი განახლება გავაკეთეთ, რომლითაც ის საკითხები გავაუმჯობესეთ, რაც ბეტა რეჟიმში მომხმარებელზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა. ამ ეტაპზე 150 ათასი ჩამოტვირთვა გვაქვს და ახლა, ახალი ვერსიის გაშვების შემდეგ, მომხმარებლებს ყოველთვიურად ისეთ სერვისებს შევთავაზებთ, რომლის გამო მომხმარებლებს დღეში რამდენიმეჯერ დასჭირდებათ სუპერ აპის გახსნა და შესაბამისად, ეს რიცხვი გაიზრდება”, - განაცხადა ნიკა ჩილინდრიშვილმა TECH INFORM-ში.

BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას, TNET-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა სუპერ აპის ეკოსისტემურობაზე, ანუ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პროდუქტების მრავალფეროვნებაზეც ისაუბრა, რადგან სწორედ დიდი არჩევანი და ფუნქციურობა არის ის, რაც ნებისმიერ სუპერ აპს მიმზიდველს ხდის.

“პირველ რიგში გეტყვით, რომ რომ ჩვენი სუპერ აპი მხოლოდ TNET-ის პროდუქტებისთვის არ იქნება ჩაკეტილი, პირიქით - ღია ვართ, პლატფორმა პარტნიორებსაც დავუთმოთ.

დღეს, სუპერ აპი ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, ესენია: ელექტრონული კომერცია, გადახდები, ფასდაკლებები და ბილეთები.

გადახდებში იგულისხმება, როგორც ჯარიმები, ასევე კომუნალური გადასახადები და მობილური ტელეფონის ანგარიშის შევსება - ყველაფერი ეს, საკომისიოს გარეშე. დაკვირვების შედეგად ცვლილებები შევიტანეთ და დღეს, მომხმარებელს შეუძლია შექმნას შაბლონები და ნახოთ, თუ რა დავალიანება აქვს. ავტომობილის დამატების შემთხვევაში ასეთი პრობლემა გამოიკვეთა - შეიძლება შეტყობინება მოგივიდეს, მაგრამ ჯარიმის გადახდა დაგავიწყდეს. თუ ჩვენს აპლიკაციაში ავტომობილი გაქვთ დამატებული, ჯარიმების შესახებ პერიოდულად შეტყობინებები მოგივათ და გადახდა არ დაგავიწყდებათ”, - განაცხადა ნიკა ჩილინდრიშვილმა TECH INFORM-ში და დასძინა, რომ TNET-ის სუპერ აპში ფუნქციონალის განახლება ყოველთვიურად იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ TNET-ის სუპერ აპი, რომელიც ისეთ პლატფორმებს აერთიანებს, როგორიცაა ბილეთების ონლაინმაღაზია TKT.GE, ელექტრონული კომერციის პლატფორმა Vendoo და ავტომობილების ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების პლატფორმა MyAuto, საქართველოში 2023 წლის მარტში გამოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები