მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები მოუტანა "არტიტექსს" A'Design Award-ზე გამარჯვებამ?

DADUNA

არქიტექტურული დიზაინის ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე A’Design Award გამარჯვებული არქიტექტურული კომპანია „არტიტექსი“-ს თანადამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი, დარეჯან - დადუნა შათაშვილი BM.GE-სთან კონკურსის შედეგებზე საუბრობს.

A’Design Award არქიტექტურული დიზაინის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოებს შორისაა, მთელ მსოფლიოში. მისი მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო პროექტები საერთაშორისო მასშტაბით და მათ პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. კონკურსი მკაცრად დადგენილი პროფესიული და ინდუსტრიული სტანდარტებით აფასებს ნამუშევრებს. კონკურსზე 278 ჟიური ანონიმურად აფასებდა ნამუშევრებს. A' Design Award-ის ჯილდოს მოპოვება ნიშნავს საერთაშორისო აღიარებას შესანიშნავი დიზაინის შექმნისთვის. კონკურსში მონაწილეობას მიმდინარე წელს 200,000-ზე მეტი პროექტი იღებდა, საიდანაც მხოლოდ 300-მდე პროექტმა მიიღო A’Design Award-ის ჯილდო. მათ შორის „არტიტექსის“ აბასთუმნის პროექტმა, რომელიც 2019 წელს განხორციელდა.

კომპანიის არქიტექტორი და მთავარი არქიტექტორი აღნიშნავს, რომ ჯილდოს მოპოვებამ საერთაშორისო ასპარეზზე ცნობადობის ზრდა და თავად არქიტექტორს საერთაშორისო დიზაინერთა კონსორციუმის წევრობის სტატუსი მოუტანა. ამასთან, კომპანიას ახალი პროექტების მოძიების შანსი გაუჩნდათ, რაზედაც ამ ეტაპზე მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ.

"ღონისძიება გამორჩეული იყო. ფაქტობრივად „ოსკარისა“ და „გრემის“ დაჯილდოებებს უტოლდებოდა. კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მე საერთაშორისო დიზაინერთა კონსორციუმის წევრი გავხდი. ამასთან, ჩვენ პროექტზე 200-მდე საერთაშორისო მედია პროდუქტი მომზადდა. გარდა ამისა, ჩვენი ვებგვერდი შექმნეს, რომ ასეთ ინოვაციურ პროექტებს ვქმნით. შედეგად, ცნობადობის ამაღლება და იმ კონტაქტების დამყარება, რაც ამ კონკურსის შედეგად დავაგროვეთ, ძალიან დაგვეხმარება ახალი პროექტების მოძიებაშიც და აღსანიშნავია, რომ გარკვეული ქვეყნებიდან, რომელიც ამ ეტაპზე არ ჟღერდება, მოლაპარაკებები და სავარაუდო კოლაბორაციებია მოსალოდნელი.

ეს პროექტი ჩვენ 2019 წელს შევასრულეთ. დამკვეთი ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ აბასთუმანში მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელშიც საქონლის სადგომის ნანგრევები იყო შემორჩენილი. გადავწყვიტე, რომ არსებული ნანგრევები შემენარჩუნებინა, თუმცა თანამედროვე არქიტექტურაც შემეტანა. რამაც ძალიან საინტერესო პროექტის შექმნა განაპირობა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ეს პროექტი ფუნქციურად ბუტიკურ სასტუმროდ ჩამოყალიბდა“,- განაცხადა შათაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები