მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგებით დასრულდა დიდი ოცეულის სამიტი?

G20

შაბათ-კვირას ნიუ-დელიში დიდი ოცეულის სამიტი გაიმართა, რომელსაც წელს ინდოეთი მასპინძლობდა. ეს საერთაშორისო ფორუმია, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები იღებენ. სახელიდან გამომდინარე, ფორუმი 20 გეოპოლიტიკურ სუბიექტს აერთიანებს, მათ შორისაა: ამერიკა, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა,რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ევროკავშირი.

დიდ ოცეულზე გლობალური ეკონომიკის 86% და პლანეტის მოსახლეობის 2/3 მოდის, ამიტომაც მას მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმად მიიჩნევენ, რომელშიც სახელმწიფოების ლიდერები და მინისტრები მონაწილეობენ.

მიმდინარე წლის ფორუმი რამდენიმე ძირითად საკითხს შეეხო, მათ შორის იყო: გეოპოლიტიკური ურთიერთობები, რუსეთ-უკრაინის ომი, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური კორიდორი და კლიმატის ცვლილება. გარკვეულ საკითხებზე მხარეებმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს, ზოგიერთი პრობლემა კი ისევ გადაუჭრელი რჩება. სწორედ ასეთ გამოწვევათა შორისაა რუსეთ-უკრაინის ომი, რომელთან დაკავშირებით დიდმა ოცეულმა მხოლოდ ზოგადი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც რუსეთის ფედერაცია ერთხელაც კი არ არის ნახსენები, რაც თავად ამ რეზოლუციის უაზრობაზე მიუთითებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დამაკავშირებელ ეკონომიკურ კორიდორს მოიცავს, რომელიც დიდი ოცეულის ისტორიაში დაანონსებული ყველაზე მსხვილმასშტაბიანი პროექტია. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ეს არის საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო კორიდორი, რომელიც გლობალურ ვაჭრობას გაამარტივებს.

პროექტი არსებული ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციას და ახალი გზების მშენებლობას მოიცავს, რაც კორიდორის გამტარუნარიანობას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები