მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგი აქვს "იმერეთის აგროზონას", რომელმაც €150 მლნ ინვესტიცია უნდა მოიზიდოს

6365073458202
მარიამ ვარადაშვილი
04.11.22 16:48
744
“იმერეთის აგროზონას” ამ ეტაპზე არცერთი ჰექტარი არ გაუსხვისებია. როგორც მისმა დირექტორმა არჩილ ბუკიამ BMG-ის უთხრა, სამ ინვესტორთან, რომლებსაც სასათბურე მეურნეობების კლასტერში 20 ჰა ტერიტორიის ყიდვა სურს, კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარია იმ ინვესტორებზე, რომელიც “იმერეთის აგროზონამ" მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოავლინა, თუმცა ამ დრომდე მათთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

“იმერეთის აგროზონა" მიწის გასხვისებაზე მეორე რაუნდს ნოემბერში გამოაცხადებს. რაც შეეხება ინვესტორებს, ამ ეტაპზე სამ მათგანთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა ჯერჯერობით ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ამის მიზეზია კონკურსი, რომლის გამოცხადებას ვგეგმავთ და პროექტირების ვადები დეტალურად იქ უნდა გაიწეროს. საუბარია ადგილზე ირიგაციის სისტემის ან/და ელექტროენერგიის გაყვანაზე და სხვა ვალდებულებებზე, რაც სახელმწიფომ უნდა აიღოს. წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, ვადა განსაზღვრული გვექნება და შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება. ხსენებულ ინვესტორებთან ფაქტობრივად მოლაპარაკებები მალე დასრულდება. ინტერესთა გამოხატვის ახალი ეტაპი პარალელურად გამოცხადდება, რადგან 220 ჰა ტერიტორია უნდა გასხვისდეს და ჯერჯერობით მხოლოდ 20 ჰა-ზე ვლაპარაკობთ. ამ ეტაპზე ამ ინვესტორებს ინტერესი გამოხატული აქვთ 20 ჰა ტერიტორიაზე. მათგან ორი საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა, ხოლო ერთი უცხოელ მეწილეებთან ერთად გეგმავს კომპანიის დაარსებას. ახალი წინადადებას უკვე ნოემბრიდან მივიღებთ და ეს პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება”,-აცხადებს ბუკია.

კითხვაზე რატომ გაჭიანურდა ხელშეკრულების გაფორმების აქტი, “იმერეთის აგროზონის” დირექტორი ამას პროექტირების პროცესს უკავშირებს.

“გვიანდება რას ნიშნავს?! ეს არის პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება. მხოლოდ პროექტირებას 6-8 თვე სჭირდება. პროექტირების დაწყებაც დაახლოებით ერთი თვით გაიწელა”,-ამბობს ბუკია.

„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტი გულისხმობს შემდეგს: კომპანია არსებულ მიწის ნაკვეთებზე, განავითარებს სასათბურე მეურნეობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, როგორებიცაა: შიდა და გარე გზები, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის წყაროების მიყვანა აღნიშნულ ტერიტორიებამდე, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობა და ასე შემდეგ.

პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია, რომ ამ ინფრასტრუქტურის შექმნა დააინტერესებს კერძო ინვესტორებს და ისინი სასათბურე მეურნეობებში ინვესტიციებს განახორციელებენ.

ვრცლად ამ თემაზე:„იმერეთის აგროზონა“ - როგორ აპირებს მთავრობა წყალტუბოში €150 მილიონის მოზიდვას?

ვრცლად ამ თემაზე:„იმერეთის აგროზონა“ - როგორ აპირებს მთავრობა წყალტუბოში €150 მილიონის მოზიდვას?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები