მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგი გექნებოდათ PISA-ს ტესტში? - კითხვარი

pisa

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა PISA-ს საერთაშორისო ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა OECD-ის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში განათლების პოლიტიკის ეფექტიანობას ზომავს. საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6,583 მოსწავლე.

გლობალურ ტესტირებაში 81 ქვეყანა და ტერიტორია იყო ჩართული. 15 წლის მოსწავლეები შეფასდნენ მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

საქართველოს შედეგი მათემატიკაში (390 ქულა) მხოლოდ 20 ქვეყანას აღემატება; წაკითხულის გააზრებაში საქართველო (374 ქულა) 14 ქვეყანას ასწრებს, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (384 ქულა) 15 ქვეყანას. ტესტირებაში საუკეთესო შედეგები სინგაპურელმა მოსწავლეებმა აჩვენეს, რომლებიც სამივე მიმართულებით #1 ადგილზე გავიდნენ.

გთავაზობთ PISA-ს სრულ კითხვარს მათემატიკაში, რომელიც OECD-იმ გამოაქვეყნა:

PISA 2022 - მათემატიკა

ამოცანა 1 - ავტომობილის შეძენა;

ამოცანა 2 - DVD-ის გაყიდვები;

ამოცანა 3 - სატვირთო ავტომობილი;

ამოცანა 4 - მზის სისტემა;

ამოცანა 5 - სამკუთხა ფიგურა;

ამოცანა 6 - ქულები;

ამოცანა 7 - მბრუნავი დისკები.

ამოცანა 8- ტყით დაფარული ტერიტორია.

PISA-ს ტესტირებაში ყველაზე მაღალი შედეგები სინგაპურელმა მოსწავლეებმა აჩვენეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები