2025 წელი საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 2.7 მილიარდი ლარამდე გაიზარდა. შარშან ადგილობრივი კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზარი ასე გადანაწილდა: 1,145 მლნ ლარი ლარში დენომინირებული ობლიგაციებია; 1,438 მლნ ლარი დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს უკავიათ, 121 მლნ ლარის კი ევროს ობლიგაციებია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს ლარის ობლიგაციების წლიური განაკვეთი საშუალოდ 11-12%-ს შორის მერყეობდა, დოლარის შემთხვევაში კი 8-8.5% იყო.
კომპანიები, რომლებმაც 2025 წელს ობლიგაციები გამოუშვეს:
- MBC - 60 მლნ ლარი;
- Nikora Trade - 60 მლნ ლარი;
- Georgian Healthcare Group - 350 მლნ ლარი;
- Nikora - 60 მლნ ლარი;
- Rico Express - 200 მლნ ლარი;
- Tegeta Motors - 260 მლნ ლარი;
- Nova - 50 მლნ ლარი;
სექტორების მიხედვით ობლიგაციების ემისიებში ტრანსპორტის, საფინანსო და ჯანდაცვის სექტორები ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელში ობლიგაციები ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა 517 მლნ ლარიდან 2.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა.




























