მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეღავათებს ელის სასტუმროების მმართველი სახელმწიფოსგან - მაია მახათაძის მოსაზრება

5e5cf368a57fc
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.20 16:10
1171
სასტუმრო პროექტების მენეჯერი და სასტუმროების „კრონ პალას თბილისის“ და „ადამოს“ მმართველი მაია მახათაძე კორონავირუსის გამო ჰოტელიერებისთვის შექმნილ რთულ მდგომარეობას აფასებს და ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს სტრატეგიის გაცნობა.

"საინტერესო იქნებოდა ხელისუფლებასთან შეხვედრა იმდენად, რამდენადაც მათ კი არ ვადანაშაულებთ ჩვენ რამეში, უბრალოდ გვაინტერესებს - როგორ ხედავენ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს“, - უთხრა BM.GE-ის მაია მახათაძემ.

ის თვლის, რომ სასტუმროებმა მომსახურებაზე ფასი არ უნდა დაწიონ, რადგან ეს მდგომარეობა გლობალურია და მოკლევადიან პერიოდში მოგვარდება.

ჩვენ გვაინტერესებს, ხომ არ გადაიხედება სახელმწიფოს მხრიდან გადასახადების გადამხდელთათვის გარკვეული შეღავათები, იმიტომ რომ არიან საერთაშორისო ბრენდები, კრედიტით ამოქმედებული ბიზნესები, ეს ადამიანები, სულ შემცირებული მოთხოვნის გათვალისწინებით ვეღარ დაფარავენ ამ სესხებს, რომ არაფერი ვთქვათ თანამშრომელთა ხელფასებზე. მე ჩემს სამუშაო ჯგუფს მივეცი კონკრეტული დავალებები ხარჯების შემცირების მიზნით, ჩვენც გვაქვს ჩვენი სტრატეგია და სახელმწიფოსაც აუცილებლად ეყოლება სამუშაო ჯგუფი ეკონომიკური კრიზისის სამართავად“, - განაცხადა სასტუმრო პროექტების მენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები