მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიცვალა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში? - თამარ სურმავა ქალების ნარატივში

საჯარო სამსახურში რეორგანიზაციისა და დასაქმებულთა გათავისუფლების საკითხები მარტივდება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირის ბოლოს დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო. ერთპარტიულ პარლამენტში საჯარო სამსახურში რეორგანიზაციისა და დასაქმებული პირების გათავისუფლების საკითხების დღის წესრიგში შემოტანას, წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება, რასაც საზოგადოების, მათ შორის საჯარო მოხელეების მასობრივი პროტესტი მოჰყვა. რა ცვლილებები შევიდა კანონში და რა ზეგავლენა ექნება მათ დასაქმებულების უფლებებზე?

სტუმარი: თამარ სურმავა - “საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება”, თავმჯდომარის მოადგილე;

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები