მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემოსავალი აქვს ფოთის პორტს?

630e4fdcad651
ნინო ტაბატაძე
31.08.22 00:30
3352
„კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ შემოსავლები და მოგება შეუმცირდა. კომპანიამ ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, 2021 წელს ფოთის პორტის მფლობელი კომპანიის ამონაგები 7 მლნ ლარით (3.6%) 187,488 მლნ ლარამდე შემცირდა, წმინდა მოგება კი, 37.9 მილიონით, ანუ 31%-ით 83.23 მლნ ლარამდეა იყო შემცირებული.

ამონაგების კატეგორია

• კონტეინერებიდან და საერთო ტვირთიდან - 89,954 მლნ ლარი
• საზღვაო მომსახურებიდან - 52,697 მლნ ლარი
• იჯარიდან - 22,942 მლნ ლარი
• სახმელეთო მომსახურებებიდან - 15,129 მლნ ლარი
• დამატებითი მომსახურებებიდან - 6,766 მლნ ლარი
სულ - 187,488 მლნ ლარი

„ამონაგები 4%-ით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით და შეესაბამება პორტში მართულ შემცირებულ მოცულობებს, ბაზარზე ზოგადი კრიზისის გამო. კონტეინერების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოწვევები გამოწვეულია პანდემიის გამო გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით, ისევე იმითაც, რომ იმპორტიორებმა როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში, თავიანთი მარშრუტების ნაწილი აზიიდან ირანში გადაიტანეს. ჩვენ ნაწილობრივ შევამსუბუქეთ ეს ნეგატიური გავლენა არა-კონტეინერებული ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობების შემდგომი განვითარებით, რაც ასე მკვეთრად არ დაზარალებულა“ - ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

გასულ წელს ფოთის პორტში 302 082 TEU კონტეინერი გადამუშავდა, 2020 წელს 387 368 ერთეული იყო. საერთო ტვირთის ტონაჟი კი 1 366 668 ტონა იყო (2020 წ. – 1.013 მლნ ტონა)

სტრატეგიულად განლაგებული ფოთის საზღვაო ნავსადგური საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგურია, რომელიც ამუშავებს თხევად და მშრალ ტვირთს, კონტეინერებსა და ბორნებს. მას 15 ნავმისადგომი აქვს, რომელთა ჯამური სიგრძე 2,900 მეტრია. 15 ნავმისადგომიდან 8 საოპერაციო იჯარით არის გაცემული და ამით კომპანია მის საიჯარო შემოსავალს გამოიმუშავებს.

„კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, რომლის მფლობელიც APM TERMINALS -ია უკვე წლებია გაფართოების გეგმაზე აცხადება. გაფართოების პროექტი მოიცავს დამატებითი, 1,800 მეტრიანი ტალღთმტეხის, 400 მეტრიანი სანაპირო ნავმისადგომისა და 25 ჰექტარი სასაწყობო ტერიტორიის მშენებლობას თანამედროვე სამუშაო მოწყობილობებითა და ზედსტრუქტურებით.

გაფართოების პროექტით უნდა მოხდეს, როგორც ნაყარი მშრალი, ასევე საკონტეინერო ტერმინალების დამატება, რაც საშუალებას მისცემს ნავსადგურს მოემსახუროს 250 მ. საერთო სიგრძის და 13.5 მ. სიღრმის წყალშიგის მქონე გემებს. ს თუმცა, როდის დაიწყება გაფართოების პროექტი ისევ უცნობია.

„კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ ასევე წამოიწყო საშუალო და გრძელვადიანი მცდელობა მულტიმოდალური პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც მოსალოდნელია, რომ მოიცავს ყაზახეთს, უზბეკეთს და თურქმენეთს, რითაც ფოთი გადაიქცევა ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ პოტენციურ ცენტრად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები