მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს საქართველოში BURBERRY-ის წარმომადგენელ კომპანიას

5fb580682c9db
BM.GE
19.11.20 00:00
2933
ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრიტანული ბრენდი Burberry-ი საქართველოში მხოლოდ ერთი მაღაზიით არის წარმოდგენილი. თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე მაღაზიის ოპერატორია კომპანია “ლიდერ სისტემი”, რომელსაც 2019 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიში საჯაროდ, ვებგვერდ reportal.ge-ზე აქვს გამოქვეყნებული.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2019 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავლები 3 მილიონ ლარზე მეტად გაიზარდა და მან 12.4 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან, კომპანიამ 2019 წელი 870 ათასი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კომპანიისთვის გაყიდვების თვითღირებულებამ 8.6 მილიონი ლარი შეადგენდა, თანამშრომელთა ხელფასებზე კომპანიამ 825 ათასი ლარი, იჯარაზე კი 586 ათასი ლარი დახარჯა.

აუდუტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანია ტანსაცმლითა და აქსესუარებით ვაჭრობასთან ერთად სამშენებლო მასალებით ვაჭრობითაც არის დაკავებული, თუმცა ამ სეგმენტებს შორის შემოსავლების განაწილება ანგარიშში მითითებული არ არის.

შედარებისთვის, საქართველოში ტანსაცმლის უფრო დაბალი საფასო სეგმენტის ბრენდების შემოსავალი Burberry-ის შემოსავალს რამდენჯერმე აღემატება. მაგალითად H&M-ის გაყიდვები 2019 წელს 35.4 მილიონი ლარი, Zara-ს გაყიდვები კი 44.9 მილიონ ლარზე მეტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები