მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალს იღებს ამერიკული Exadel საქართველოში?

ექსადელ

საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან მეორე წელს, ამერიკული Exadel-ის შვილობილმა  „ექსადელ ჯორჯიამ“ 30,14 მლნ ლარის შემოსავლის მიღებაზე განაცხადა, - ამის შესახებ კომპანიის  2022 წლის ფინანსური ანგარიშგებაში ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი კომპანიის მთლიანი სრული მოგება მხოლოდ 1.34 მლნ ლარს შეადგენდა. „ექსადელ ჯორჯია“  2021 წლის მარტში დაფუძნდა, თუმცა კომპანიამ ოპერირება ფაქტობრივად,  2021 წლის სექტემბერში დაიწყო.

კომპანიის ფინანსური ანგარიშიდან  ირკვევა, რომ 2022 წელს, მკვეთრად გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა ბელარუსიდან მრავალი თანამშრომლის გადმოსვლის გამო. ეს აისახა სახელფასო ფონდზეც.  2022 წელს კომპანიამ თანამშრომელთა ანაზღაურებაზე ჯამში, 24,3 მლნ ლარის ხარჯი გასწია.

„სამუშაო რესურსების გაზრდის გამო, გაიზარდა წარმოებისა და გაყიდვების მოცულობაც, რამაც გამოიწვია შემოსავლების ზრდა 2022 წელს. მენეჯმენტი თვლის, რომ კომპანიის შემოსავალი სტაბილური იქნება 2023 წელს და არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებები ზრდის კუთხით და შემოსავლის შემცირება არ არის მოსალოდნელი სულ მცირე მომდევნო 12 თვეში“, - აღნიშნულია ფინანსურ ანგარიშგებაში.

„ექსდალ ჯორჯია“  საქართველოში საერთაშორისო კომპანიის სტატუსით სარგებლობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანია საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს. კერძოდ:

  • საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი;
  • საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.95-ზე გაყოფით;
  • საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება;
  • საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ითვლება;
  • საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.

აღსანიშნავია,  რომ  „ექსადელ ჯორჯიას“ 100%-იან წილს აშშ-ში დაფუძნებული  Exadel Inc-ი ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები