ვებგვერდების ჰოსტინგის სერვისს საქართველოში სულ 20-ზე მეტი კომპანია აწვდის. აღნიშნულ კომპანიებს კომუნიკაციების კომისიისთვის ჰოსტინგიდან საკუთარი შემოსავლების სტატისტიკა უკვე წარდგენილი აქვთ. ანგარიშების თანახმად, 2025 წლის პირველ 4 თვეში მათი შემოსავალი 39%-ით გაიზარდა და 3.5 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსური ანგარიშების თანახმად, ქვეყანაში ვებგვერდების ჰოსტინგის სერვისს სულ 5 ძირითადი მიმწოდებელი ჰყავს, მათი შედეგები 2025 წლის პირველ 4 თვეში ასე ნაწილდება:
- იუ-ჯი-თი ჰოსტინგი - 1.08 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 98%;
- ქლაუდ ცხრა - 598 ათასი ლარი, ზრდა წინა წელთან 83%;
- პროსერვისი - 580 ათასი ლარი, ზრდა წინა წელთან 9%;
- გრენა - 508 ათასი ლარი, ზრდა წინა წელთან 22%;
- ექსპერტ სოლუშენს ჯორჯია - 264 ათასი ლარი, ზრდა წინა წელთან 1%.
2024 წელს ვებგვერდების ჰოსტინგის კომპანიების შემოსავლებმა სულ 8.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 31%-ით მეტი იყო.




























