მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში დაკარგავს პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას? - ცვლილებები კანონში

60d221880deb7
BM.GE
22.06.21 21:42
644
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით, 22-ის წინააღმდეგ მიიღო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, საკითხის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ 30-ე მუხლის მე-5 პუნქტში, რედაქციული სახის დაზუსტება განხორციელდა.

„პარტია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კარგავს დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მომხსენებლის განმარტებით, იგივე პრინციპი ვრცელდება ბლოკში შემავალ პარტიებზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები