მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში დასრულდება C ჰეპატიტის პროგრამა წარმატებით? - სერგო ჩიხლაძის შეფასება

5e19b6b6d9bce
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.20 11:20
1579
„ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩავარდნა, როდესაც 16 000 ადამიანი არ ერთვება პროგრამაში“, - ამის შესახებ BM.GE-ის ჯანდაცვის ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

ის მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ცენტრები ვალდებულნი არიან, მოახდინონ ადამიანების სწორი ინფორმირება და პროგრამაში ჩართვა.

მისი ინფორმაციით, ამერიკელი პარტნიორები მზად არიან, C ჰეპატიტის ელიმინაციის პრორგამის გასაგრძელებლად, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ სწორად უნდა წარმართოს პროგრამა და სწორი მენეჯმენტი განახორციელოს.

„ვაქცინის მარაგი პერიოდულად ივსება და გადმოგვცემენ. მთავარია, რომ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა, არ შეწყვიტონ პროგრამა და მე როგორც ვიცი, ისინი მზად არიან, რამდენიმე წელი კიდევ გააგრძელონ ელიმინაციის პროგრამა, რომ 2020-ში არა მაგრამ 2023 წელს მივაღწიოთ იმ შედეგს, რაც დაგეგმილი იყო“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

BM.GE-ის კითხვაზე - რა უნდა გააკეთოს სამინისტრომ, იმისთვის, რომ პროგრამა წარმატებით დასრულდეს, სერგო ჩიხლაძე მიიჩნებს, რომ უმთავრესი სწორი საინფორმაციო კამპანიის წარმოება და პარტნიორებთან ურთიერთობაა.

„სწორი საინფორმაციო კამპანია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გამართული მუშაობა და ასევე ჯანდაცვის ცენტრებში ახალი შემთხვევების გამოვლენა და თუ საჭიროა მათი მკურნალობაში ჩართვა. ამის პარალელურად ამერიკელ პარტნიორებთან მუშაობა, რომ პროგრამა გაგრძელდეს 3-4 წლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ცე ჰეპატიტის აღმოფხვრა ვერ მოხდება. თუ ჩვენ 90 000 კაცს ვერ ვუმკურნალეთ, ეს რაოდენობა კვლავ გაიზრდება 150 000-მდე“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები