მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემთხვევაში ექნება აზრი სახმელეთო საზღვრების გახსნას? - შოთა ბურჯანაძის მოსაზრება

609cf54c0b61e
ინგა მურუსიძე
13.05.21 14:09
529
რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელის  განცხადებით, საქართველოს მთავრობა "წელავს დროს, რომ ე.წ. "კომენდანტის საათი" არ გააუქმოს, მაგრამ აღნიშნული შეზღუდვა დიდხანს ვერ გაგრძელდება".

"დღის საათების მომატებასთან ერთად "კომენდანტის საათი" მოიხსნება; იქამდე კი, სანამ გაქაჩავს და გაწელავს ხელისუფლება ამ ვითარებას, გაწელავს, ხოლო შემდეგ უკვე საზოგადოების გულისწყრომას ვერ გაუძლებს, რადგან "კომენდანტის საათი" არაფერს აკავებს; ეს არის ეპიდემიოლოგების მიერ მოგონილი შეზღუდვა", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება სახმელეთო საზღვრების გახსნას, რესტორატორი მიიჩნევს, რომ "კომენდანტის საათის" მოხსნის ან შაბათ-კვირას რესტორნების მუშაობის დაშვების გარეშე, მას აზრი არ ექნება.

"თუ "კომენდანტის საათი" არ გაუქმდება ან არ შემსუბუქდება, ან შაბათ-კვირას სარესტორნო ბიზნესს მუშაობის უფლება არ ექნება, ვერ წარმომიდგენია, აქ რატომ უნდა ჩამოვიდეს ტურისტი. ძალიან ბევრი ვიზიტორი ჩამოდის ქვეყანაში იმ შესაძლებლობისთვის, რასაც გასტრო-ტურიზმი ჰქვია. თუ ამ შესაძლებლობას არ აძლევ, რისთვის უნდა ჩამოვიდნენ?", - ამბობს ბურჯანაძე.

მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრთან ტურიზმის სექტორის შეხვედრისას ითქვა, რომ სამინისტრო მათ ეთანხმება, თუმცა ეპიდემიოლოგებს წინააღმდეგობას ვერ უწევს. "ამ ყველაფერს ჩვენთან ერთად ეკონომიკის სამინისტრო ცდილობს, მათაც ძალიან უნდათ, მაგრამ დგას ეპიდემიოლოგების ჯგუფი, რომელსაც ყველაზე მარტივ გამოსავლად ჩაკეტვა მიაჩნია და ასეც ხდება", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მან ვაქცინაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და ახალი "ჩელენჯიც" წამოიწყო - გამოიწვიე ხუთი მეგობარი, რომელიც აიცრება.

"მაქვს ინიციატივა, რომ გავაკეთოთ "ჩელენჯი", ვასახელებ ხუთ ადამიანს, რომ აიცრან - შალვა ალავერდაშვილი, გურამ ბაღდოშვილი, კოტე გაბრიჩიძე, მიშა ალხანიშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე. გამოვიწვიოთ ყველამ 5-5 ადამიანი და ავიცრათ", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები