მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემთხვევაში გამოცხადდება საგანგებო მდგომაროება ქვეყანაში - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

5e6f4e2fe4e05
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.20 14:06
1227
"ჩვენ, მთავრობა ვახერხებთ ერთობლივი გადაწყვეტილებებით მოვახდინოთ ყველა სახის პრევენცია" - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გამოცხადებას შეეხებოდა. 

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების გატარების საკითხში მოქალაქეების ჩართულობა.

„ჩვენ, მთავრობა ვახერხებთ  ერთობლივი გადაწყვეტილებებით მოვახდინოთ ყველა სახის პრევენცია; დამოკიდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე. იმ შემთხვევაში თუ ყველა ღონისძიება ხარისხობრივად კარგად იქნება შესრულებული, მაშინ საგანგებო მდგომაროების გამოცხადების საჭიროება არ დადგება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები