მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შესწორებები შევა საქართველოზე რეზოლუციაში - რასა იუკნევიჩიენე დეტალებზე

სს

ევროპარლამენტის წევრი ლიეტუვიდან, რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოზე რეზოლუციაში გარკვეული შესწორებები შევა. საუბარია რეზოლუციაზე, რომელიც „საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს“ ეხება.

რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, რეზოლუციას ემატება გარკვეული დეტალები, მათ შორის, ორი ზეპირი შესწორება.

„მოხდა რეზოლუციის ტექსტის განახლება, რათა ავსახოთ უახლესი მოვლენები, კერძოდ, ოპოზიციის ლიდერების დაკავება, რაც პოლიტიკურად მოტივირებულია, და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამართლებრივი დევნა“, - განაცხადა მან.

როგორც ევროპარლამენტარმა პლენარულ სესიაზე განაცხადა, ასევე მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პოზიციის განახლება:„ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო, მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიანად“.

რაც შეეხება ზეპირ შესწორებებს, პირველი ეხება მზია ამაღლობელს: „პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუარესებას, - ის კარგავს მხედველობას, არ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას და პოლიტიკური მიზეზების გამო ციხეში რჩება“.

მეორე შესწორება კი „ამკაცრებს ფორმულირებას, რომელიც ეხება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვას“.

საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილს და მის პარტიას ეკისრება - რასა იუკნევიჩიენე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები