მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეთანხმება დაიდო 14 ევროპულ ქვეყანას შორის რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტთან” დაკავშირებით?

ნორვეგია

ევროპის თოთხმეტი სახელმწიფო, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, დანია, ასევე ნორდიკული და ბალტიისპირა ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბალტიის ზღვაში გემების კონტროლს მკვეთრად გაამკაცრებენ.

ამ ნაბიჯით ისინი მიზნად რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” მეტი ხომალდის აღმოჩენას და დაკავებას ისახავენ მიზნად. ეს კი პირდაპირ შეიძლება აისახოს რუსეთის არაფორმალურ შემოსავლებზე, რომელსაც შემდგომ კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად იყენებს.

არსებული ინფორმაციით, ბალტიის ზღვის ზონაში მცურავ ყველა გემს, რომელიც დასახელებული ქვეყნების წყლებში გაივლის ან ამ გზის გავლით, თუნდაც, საფრანგეთის პორტში ცდის შესვლას, დაევალება დოკუმენტაციის სრულად მოწესრიგება და მხოლოდ ერთი დროშის ქვეშ მოძრაობა. თუ გამოვლინდა, რომ ხომალდი რომელიმე შემდგომ წინაპირობას არ აკმაყოფილებს: გაყალბებულ ან საეჭვო დოკუმენტაციას იყენებს, არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიების მიერ გამოშვებულ დაზღვევას ან პორტში შესვლამდე ცვლის დროშას, ავტომატურად გამოცხადდება საეჭვოდ. საეჭვოდ გამოცხადებულ გემს კი არამარტო აღარ შეეძლება პორტში შესვლა, არამედ მასთან უახლოეს დისტანციაზე მყოფი სახელმწიფო უფლებამოსილი იქნება, გააჩეროს და შეამოწმოს ის. ხოლო თუ დადასტურდა, რომ გემი “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილია, ქვეყანას მისი დაკავების უფლებაც ექნება. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში ხომალდი განწირულად მიიჩნევა, რადგან ის ოფიციალურად არცერთი ქვეყნის საკუთრება არაა, შესაბამისად, მის აყვანას რუსეთი ვერ გაასაჩივრებს.

14 წევრი ქვეყნის ლიდერებმა განსაზღვრეს დოკუმენტაციის ის ფორმაც, რომელიც ჩაითვლება მისაღებად. კერძოდ, ხომალდებმა უნდა წარადგინონ საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების კონვენციასთან და გაეროს ზღვის კანონის კონვენციასთან შესაბამისობაში მყოფი დოკუმენტები. ქვეყნები მოელიან, რომ ის მოთხოვნები, რაც ამ კონვენციებითაა გათვალისწინებული, ფაქტობრივად, მინიმუმამდე ამცირებს სანქცირებული ხომალდების ევროპულ პორტებში შესვლას. აღსანიშნავია, რომ რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტთან” დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რამდენიმე დღით ადრე ევროპელ ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მოუწოდა. მაშინ ის ამბობდა, რომ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეეძლო სანქცირებული ხომალდების დაკავება, არაფერი უშლიდათ ხელს ევროპელებსაც, რომ იგივე გზისთვის მიემართათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები