მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა გადმოირიცხა ივლისში აშშ-ს მიერ სანქცირებული  Unistream-ით?

unistream

აშშ-ს მიერ  სანქცირებულ Unistream-თან ქართულმა საფინანსო ინსტიტუტებმა ურთიერთობა შეწყვიტეს, თუმცა  ბოლო სტატისტიკაც ადასტურებს, რომ  21  ივლისამდე ფულადი გზავნილების ეს სისტემა აქტიურად გამოიყენებოდა, თუმცა ივლისშიც გადმორიცხვები განახევრებული იყო. 

ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ივლისში გზავნილების ამ  სისტემით, რომელიც მანამდე ქართულ ბაზარზე #1 ადგილს იკავებდა, მხოლოდ 36,2 მლნ დოლარი გადმოირიცხა, მაშინ როდესაც ივნისში გზავნილები 77 მლნ აღწევდა. 7 თვეში Unistream-ით  საქართველოში 798.5 მლნ დოლარი გადმორიცხვა მოხდა.

ივლისში ფულადი გზავნილების ყველაზე  დიდი  წილი - 18% სისტემა Zolotaya Korona -ს მეშვეობით გადმოირიცხა. 7 თვის მონაცემებით, ამ სისტემით ჯამში 459.9 მლნ დოლარის გადმორიცხვა მოხდა.  მესამე ადგილზეა სისტემა RIA, რომლის მეშვეობით ქვეყანაში  406.9 მილიონი გამოიგზავნა.  

რუსულ ბანკს  Юнистрим -ს, რომელიც ამავე სახელწოდების გადახდის სისტემის ოპერატორიც არის, აშშ-ში სანქციები 21 ივლისს დაუწესა. 

მთლიანობაში 7 თვეში  საქართველოში   2.6 მლრდ დოლარის გადმორიცხვა მოხდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რუსეთიდან გზავნილები 1.2 მილიარდს შეადგენდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები