UFC 307 სოლთ ლეიქ სიტიში “დელტა ცენტრში” გაიმართა, სადაც ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდა. დოლიძემ პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოახერხა ამერიკელი მეტოქის დამარცხება და ორგანიზაციაში მერვე გამარჯვებაც ჩაიწერა.
სპორტული პორტალის BetMGM-ის მიხედვით დოლიძემ გარანტირებული 220 ათასი დოლარი მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ $371 ათასი. ვინაიდან ბრძოლა Pay Per View ქარდზე გაიმართა სავარაუდოა, რომ სატელევიზიო ტრანსლაციებიდან შემოსული თანხებით რომან დოლიძის შემოსავალი მინიმუმ გაორმაგდება და ნახევარ მილიონ დოლარს მიაღწევს.
რაც შეეხება საჩემპიონო ბრძოლებს ალექს პერეირამ გარანტირებულად 750 ათასი დოლარი მიიღო, ხოლო მისმა მეტოქე ხალილ რაუნთრიმ 500 ათასი, თუმცა ტრანსლაციების გაყიდვიდან მათი შემოსავლები პერეირას შემთხვევაში 2,5-დან 3 მილიონამდე, ხოლო რაუნთრის შემთხვევაში 1,8 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ქართველი მებრძოლი ვისაც სატიტულო ბრძოლა აქვს ჩანიშნული ილია თოფურიაა, რომელსაც ქამრის დაცვა 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ მოუწევს.