მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა გამოიმუშავა UFC-ის მსუბუქი ქამრის მოპოვებით ილია თოფურიამ?

თოფურიას ჰონორარი

UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით ილია თოფურიამ მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა და გახდა მხოლოდ მე-10 მებრძოლი ვინც ორი განსხვავებული წონითი კატეგორიის ქამრის დასაკუთრება შეძლო.

შედეგად ყველაზე დიდი ჰონორარი, $3.5 მილიონი დოლარი სწორედ ქართველმა ჩემპიონმა აიღო. თანხა გადანაწილებულია შემდეგნაირად: საბაზისო ჰონორარი - $750 000, ბონუსი - $50 000, PPV-დან აღებული შემოსავალი - დაახლოებით $2.7 მილიონი.

მილიონ დოლარზე მეტი აიღო "ელ მატადორის" ბრაზილიელმა მოწინააღმდეგე ჩარლზ ოლივეირამ (1.3 მილიონი) და ასევე ალეშანდრე პანტოჟამ (1.7 მილიონი), რომელმაც უმსუბუქესი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მებრძოლებს შორის შემდეგი ტიტულს მერაბ დვალიშვილი დაიცავს. გავრცელებული ცნობით მისი მეტოქე სუპერმსუბუქი წონის მეოთხე ნომერი კორი სენდჰეგენი იქნება. ბრძოლის ჩატარების სავარაუდო დროდ ოქტომბრის ან ნოემბრის თვეა გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები