იტალიის ქალაქ ტურინში მიმდინარე ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ჯამური საპრიზო ფონდი 15 მილიონ დოლარს შეადგენს. ტურნირის გამარჯვებულს კი შეუძლია ისეთი თანხა გამოიმუშაოს, როგორიც დიდი სლემის ტურნირის მოგების დროსაა შესაძლებელი.
8 მოთამაშიდან თითოეული 325 500 დოლარს მიიღებს, მხოლოდ იმის გამო, რომ რეიტინგის საუკეთესო რვა მოთამაშეს შორის არიან. ჯგუფურ ეტაპზე ყოველი გამარჯვება პლუს 390 000 დოლარს ნიშნავს, ფინალურ ეტაპზე გასვლის ჯილდო 1 მილიონ 105 ათასი დოლარით განისაზღვრა, ჩემპიონის პრიზი კი 2 მილიონ 201 ათასი დოლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ თუ მოთამაშე დაუმარცხებლად გახდება ჩემპიონი, ისევე როგორც ეს შარშან ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოახერხა, საპრიზო ფონდი 4 მილიონ 801 ათასი დოლარი იქნება, რაც უპრეცედენტო თანხაა ჩოგბურთის ისტორიაში.