მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხას გამოიმუშავებს ფრენსის ნგანუ PFL-ის სადებიუტო შეხვედრაში?

ნგანუ ფერეირა

შერეული საბრძოლო ხელოვნების ყოფილი ჩემპიონი ფრენსის ნგანუ ენტონი ჯოშუასთან კრივში მარცხის შემდეგ ოქტაგონზე ბრუნდება. მისი მეტოქე ბრაზილიელი რენან ფერეირა იქნება, რომელთა შორისაც სასწორზე PFL-ის სუპერმძიმე წონის ქამარი იდება. აღსანიშნავია, რომ ფერეირამ უკანასკნელი ოთხი ბრძოლიდან სამში ნოკაუტით გაიმარჯვა, ხოლო თავის მხრივ ნგანუ ოქტაგონის შიგნით ნოკაუტით არასდროს დამარცხებულა.

ცალკე გამოსაყოფია ის ფაქტიც, რომ ფრენსისს ოქტაგონზე 2022 წლის იანვრის შემდეგ არ უბრძოლია და ის ამ პერიოდში საკრივო მატჩებით იყო დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციით კამერუნელი ბრაზილიელის წინააღმდეგ ბრძოლაში გარანტირებულ 10 მილიონ დოლარს მიიღებს, ეს თანხა კი იმაზე მეტია, რაც ნგანუს UFC-ის მთლიან კარიერაში აუღია. ბრძოლა 19 ოქტომბერს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში შედგება.

შეგახსენებთ, რომ “მტაცებელმა” UFC-სთან ურთიერთობა დანა უაითთან დაძაბული ურთიერთობისა და გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობის ფონზე დატოვა. კერძოდ მებრძოლი კომპანიისგან გაზრდილ ანაზღაურებასა და კრივში მატჩების მიღებას ითხოვდა, რაზედაც ორგანიზაცია არ დათანხმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები