დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს “ბარსელონა” და “ნაპოლი” დაუპირისპირდებიან. იტალიელებისთვის ამ თამაშში არამარტო ლიგის მეოთხედფინალის, არამედ 2025 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საგზურიც თამაშდება.
თუ ნეაპოლელები კატალონიელებს დაამარცხებენ, ისინი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში იტალიის ღირსებას “ინტერი” და “იუვენტუსი” დაიცავენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა დაახლოებით 100 მილიონის შემოსავალს ნიშნავს, რის გამოც “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ყველანაირ გზას მიმართავს, რომ გუნდი მოტივირებული იყოს.
გარდა იმისა, რომ მეოთხედფინალური ეტაპის საგზური 15 მილიონ ევროს ითვალისწინებს, პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კლუბის ფეხბურთელებს “ბარსელონას” დამარცხების შემთხვევაში 10 მილიონიან ბონუსს დაჰპირდა.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა სტადიონ “დიეგო მარადონაზე” ფრედ 1-1 დასრულდა და მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელს დღევანდელი შეხვედრის გამარჯვებული გამოავლენს.