რევანში აღებულია. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ იტალიელი მარვინ ვეტორი დაამარცხა. დაპირისპირება UFC Fight Night 254-ის მთავარი ბრძოლა იყო და მასში ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
ეს იყო რომან დოლიძის მე-12 ბრძოლა UFC-ში, მან მეცხრე გამარჯვება იზეიმა და ახლა მისი მეტოქე უკვე წონის ტოპ 5 მებრძოლიდან უნდა შეარჩიონ. რომანისთვის ეს კარიერაში მე-15 გამარჯვება იყო, მას 3 ბრძოლა აქვს წაგებული.
რაც შეეხება ანაზღაურებას, მართალია ამ დროისათვის არ არის ოფიციალური ცნობები, თუ რა თანხებს გამოიმუშავებს ამ ბრძოლის შემდეგ ქართველი მებრძოლი, თუმცა სპორტულ გამოცემა sportysalaries-ზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოლიძე გამარჯვებისთვის საბაზისო ანაზღაურების სახით $350 000 მიიღებს, ამასთან სპონსორებისგან $16 000-ს გამოიმუშავებს, ხოლო ppv (Pay-per-view)-დან დაახლოებით 300 000-ის ოდენობით ანაზღაურებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ UFC-ში დოლიძე და ვეტორი ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. 2023 წლის 18 მარტს იტალიელმა ქართველს მსაჯების გადაწყვეტილებით სძლია.




























