მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხას მიიღებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით?

ევრო 2024 საქართველო

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის ძალიან კარგი შანსი აქვს. ამისათვის ჯერ ერთა ლიგის ნახევარფინალში, 21 მარტს ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრების ბარიერი უნდა დავძლიოთ, ხოლო შემდეგ 26 მარტს საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებული ნაკრები უნდა დავამარცხოთ. თანაც აღსანიშნავია, რომ თუკი ლუქსემბურგს მოვუგებთ, ფინალს მასპინძლის რანგში შევხვდებით.

უეფამ კი ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდად 371 მილიონი ევრო დააწესა. ყოველი გუნდი, რომელიც ტურნირზე მონაწილეობის უფლებას მიიღებს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 9,25 მილიონ ევროს დაიმსახურებს. ამასთან ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვებისთვის უეფა დამატებით 1,5 მილიონს, ხოლო ფრესთვის 750 ათას ევროს გადაიხდის.

⅛ ფინალში გასვლისთვის ნაკრები - 2 მილიონ ევროს, ¼ ფინალში 3,25-ს, ½ ფინალში - 5-ს, ფინალში გასვლისთვის - 7-ს, ხოლო ჩემპიონობისთვის 10 მილიონ ევროს მიიღებს. ასე, რომ ჩემპიონი გუნდი ჩემპიონატში გამარჯვებისთვის ჯამურად 34 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს. 21 ნაკრების ვინაობა უკვე ცნობილია, დანარჩენი 3-ის შესახებ ცნობილი მარტში ჩასატარებელი ერთა ლიგის შეხვედრების შემდეგ გახდება. რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის კენჭისყრას ის 2 დეკემბერსაა ჩანიშნული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები