მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტენდენციებია უძრავი ქონების ბაზარზე - "კოლიერსის" შეფასება

640c545727ec9
ნანუკა ნარიმანიძე
11.03.23 13:20
2848
“კოლიერს საქართველოს” მმართველი პარტნიორის ირაკლი კილაურიძის თქმით, პანდემიის შემდეგ უძრავი ქონების ბაზრის აღდგენა, განსაკუთრებით კი საცხოვრებელი მიმართულებით ჯანსაღი ტემპებით ხდება. მისივე თქმით, სექტორში ბოლო სამი წლის განმავლობაში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ტრანზაქციების რაოდენობა საშუალოდ 20%-ითაა გაზრდილი.

“ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია და 2019 წლის მონაცემებსაც გადააჭარბა. ფასებში ზრდა 11%-ით აღინიშნება, ეს განპირობებულია როგორც მოთხოვნის ზრდით, ასევე ინფლაციით ხარჯების ნაწილში”, - აღნიშნა მან.

ირაკლი კილაურიძემ საოფისე ბაზარზე არსებულ ტენდენციებზეც ისაუბრა:

“ძალიან ჯანსაღად და კარგად ვითარდება საოფისე ბაზარი. 2021-2022 წლებში საოფისე ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, ძალიან მაღალი იყო ვაკანტურობაც, რომელიც დღეს 10%-ზეა დასული, რაც ბაზრის სტანდარტია. ამ მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ რაც მიეწოდა ბაზარს, სრულად იქნა ათვისებული. რაც შეეხება ფასებს, დინამიკა ამ მხრივ კლებადი არ არის.”-ამბობს კილაურიძე. 

ირაკლი კილაურიძე პროგნოზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა მოსალოდნელია, თუმცა მნიშვნელოვნად არა.

„მე არ ვფიქრობ, რომ ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც გასაზრდელი იყო უკვე გაიზარდა. თუ მოთხოვნა გაიზრდება, რისი ტენდენცია ნამდვილად არის, ავტომატურად გაიზრდება ფასებიც, თუმცა არ იქნება ისეთი დიდი ზრდა, როგორიც შარშან იყო -12%-ანი”, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები