ვირუსის შენელებისთვის ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება პირბადეების საყოველთაო მოხმარების შესახებ, რაც მთელ მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ფორმაა, - ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, – "ასევე ძირითადად ქალაქებში 1-6 კლასის ჩათვლით გავაგრძელეთ დისტანციურ რეჟიმში სწავლა, გარდა ამისა, მთელის ქვეყნის მასშტაბით რესტორნები წყვეტენ მუშაობას 22:00 საათზე", – დასძინა მან.
მისივე თქმით, მთავრობამ დღეს კიდევ დამატებით შეზღუდვებზე იმსჯელა, რაც შესაძლოა გახდეს საჭირო ეპიდემიოლოგიური ფონის მართვიდან გამომდინარე.
„ეს შესაძლოა იყოს გადაადგილების შეზღუდვა ღამის საათებში. ეს არის ის ფორმა, რომელსაც ძალიან ბევრ ქვეყანაში იყენებენ და მიმართულია მობილობის შემცირებაზე. ასევე ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა უქმე დღეებში ტრანსპორტის გაჩერება, დიდი სავაჭრო ცენტრების, ბაზრობებისა და მაღაზიების მუშაობის გაჩერება. ეს არ უნდა აგვერიოს სისტემურ შეზღუდვებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა პანდემიის პირველი ტალღის დროს მთელ მსოფლიოში.
შეზღუდვების დაწესება, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი ამოცანა, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული თუ რა სიმძიმის, რა მასშტაბის, რა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის შეზღუდვების გამოყენება დაგვჭირდება და ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე თუ რამდენად აქტიურად, კეთილსინდისიერად შევასრულებთ ყველა იმ რეგულაციას და წესს, რომელიც უკვე არის დადგენილი,” - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
შესაძლო წერტილოვანი აკრძალვები, რომელზეც მთავრობა მსჯელობს



























