მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თქვა ირაკლი კობახიძემ გლობალური მთავრობათა სამიტზე?

არაბთა გაერთიანებული საამიროები

აბუ-დაბიში გლობალური მთავრობათა სამიტი იმართება, სადაც დღეს სიტყვით "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე გამოვიდა სიტყვით.

2025 წლის სამიტში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს. რიგით მე-12 სამიტის პროგრამა ფოკუსირებულია 6 ძირითად თემატურ მიმართულებაზე: ეფექტური მართვა და ანგარიშვალდებულება; მომავლისა და გლობალური ეკონომიკის დაფინანსება; კლიმატი და მდგრადი ქალაქები; ადამიანზე ორიენტირებული მომავალი და შესაძლებლობების განვითარება; გლობალური ჯანმრთელობის ტრანსფორმაცია; განვითარებადი ტენდენციები და მომავალი - წერია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მთავრობათა სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში, რომელიც სამიტის ვებსაიტზე 29 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოს პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილია მოხსენიებული. სინამდვილეში, სამიტზე დასწრებას ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აპირებს.

გეოპოლიტიკური გარემო და საქართველოს ეკონომიკური ეკონომიკური ზრდა

საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის - თქვა კობახიძემ და ტრადიციულად ისაუბრა მონაცემებზე, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

„თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობა და მტკიცე ერთგულება არა მხოლოდ ამ სამიტის ჩატარებას უწყობს ხელს, არამედ მას მართლაც შთამბეჭდავ და გავლენიან შეხვედრად აქცევს.

მხოლოდ ღია და უწყვეტი საუბრით შეგვიძლია ურთიერთგაგების გაღრმავება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება ყველას საკეთილდღეოდ. აქ მყოფ გამოჩენილ მონაწილეებს აქვთ ცოდნა და გავლენა, რათა წარმართონ მოვლენები, წაახალისონ პოზიტიური ცვლილებები და შეიტანონ წვლილი მეტად უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავალში.

რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში. ჩვენი ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის“.

პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და EMAAR-ის ინვესტიცია

მისივე თქმით, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის.

„გამორჩეული პარტნიორობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ქვეყანასთან, რომელთანაც გვაერთიანებს საერთო ინტერესები და მიზნები. ჩვენი ხედვები და საერთო მისწრაფებები მყარ საფუძველს ქმნის თანამშრომლობისთვის, რომელიც აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს და ხელს უწყობს გლობალურ პროგრესს.

„საქართველო, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროები, სტრატეგიულ პოზიციას ფლობს და გლობალურ გზაჯვარედინად გვევლინება. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საემიროებს საკვანძო როლი აქვს მსოფლიოს ძირითადი რეგიონების დაკავშირებაში. ეს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის. ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში: ექვსი მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle Hills განახორციელებს“.

კობახიძემ, კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს, როგორც ჰაბის შესაძლებლობაზე და თქვა " საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით".

გარდა ამისა, კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას დიდი დრო დაუთმო მშვიდობის ფარგლებში ქვეყნების განვითარების შესაძლებლობაზე საუბარს და მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები