მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერია აშშ-ის განახლებულ ეროვნულ სტრატეგიაში?

პენტაგონი

ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტმა ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის პრიორიტეტი დასავლეთ ნახევარსფეროს კონტროლი და შიდა უსაფრთხოების დაცვა იქნება.

დოკუმენტში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჩანაწერი ჩინეთზე, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად მიიჩნეოდა. ის ამჟამად დიპლომატიურ გამოწვევად სახელდება და ყურადღება მისი გავლენების გაფართოების შეკავებაზე მახვილდება.

სტატუსი შეუმსუბუქდათ რუსეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეასაც, თუმცა ომის დეპარტამენტი მათ შიდა თუ საგარეო საქმიანობას კვლავ საყურადღებოდ მიიჩნევს.

განახლებულ სტრატეგიაში ცვლილება შეინიშნება ევროპის შემთხვევაშიც, რომლის დაცვაც ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი აღარაა. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ კონტინენტურ მოკავშირეებს რეგიონული საფრთხეებისაგან თავის დაცვა დამოუკიდებლადაც შეუძლიათ. რუსეთს კი არ შესწევს ძალა, გაერთიანებულ ევროპას დაუპირისპირდეს.

ეროვნული უსაფრთხოების მომავალი წლების სტრატეგიის საკვანძო ნაწილი დასავლეთ ნახევარსფეროზე შტატების გავლენის გამყარებაა. ამ კუთხით, გამოყოფილია პანამის არხისა და გრენლანდიის კონტროლის აუცილებლობა, რაც ეროვნული ინტერესებითაა განპირობებული და მიზნად კრიტიკულად მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების ამერიკული ზედამხედველობის ქვეშ მოქცევას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ახალი ეროვნული სტრატეგია მკვეთრად განსხვავდება არამარტო ბაიდენის ადმინისტრაციის 2022 წლის, არამედ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს შექმნილი 2018 წლების სტრატეგიებისგან, სადაც შტატების ინტერესი მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამერიკული ინტერესების გლობალურად გატარება იყო. ამ მოცემულობით კი, ჩინეთი პრინციპულ მეტოქედ აღარ მიიჩნევა და არც ევროპის უსაფრთხოების გარანტორობაა აშშ-ის ინტერესში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები