დღეს, 28 ნოემბერს "ქართული ოცნების" პარლამენტმა მთავრობას და მის პროგრამას, "მხოლოდ მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით ევროპისკენ" ნდობა გამოუცხადა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სამთავრობო პროგრამა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზეა ორიენტირებული და ერთხმად დამტკიცდა.
67 გვერდიან პროგრამაში იმ პრიორიტეტებზეა საუბარი, რითაც მთავრობა ქვეყნის მართვას გეგმას.
პროგრამაში გაწერილია შემდეგი პრიორიტეტები:
- დემოკრატიული განვითარება;
- სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება;
- ადამიანის უფლებები და მათი დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები;
- ეკონომიკური განვითარება;
- ეკონომიკური რეფორმები;
- დასაქმება;
- მეწარმეობის განვითარება;
- ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება;
- საგარეო სავაჭრო ურთიერთობები;
- ტურიზმი;
- ენერგეტიკა;
- ტრანსპორტი და ლოგისტიკა;
- ინტერნეტიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია;
- სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება;
- ინფრასტრუქტურა;
- საგზაო ინფრასტრუქტურა;
- წყალმომარაგება;
- სივრცითი განვითარება და სამშენებლო პოლიტიკა;
- გარემოს დაცვა;
- სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება;
- ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
- განათლება, მეცნიერება, ახალგაზრდობის პოლიტიკა;
- კულტურა, სპორტი;
- საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.