მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებისთვის? - ჩეხერიას შეფასება

63c2672424243
მარიამ დემეტრაშვილი
15.01.23 09:02
1246

Slow group-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ გადაცემაში „საქმის კურსი“ საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. ის ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტურისტული ლოკაციების განვითარებისთვის 200 მლნ ლარი დაიხარჯება.

როგორც ჩეხერია ამბობს, მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოსაზიდად ქვეყანამ მათ ახალი პროდუქტები უნდა შესთავაზოს და მათ შორის არის გამაჯანსაღებელი ტურიზმი.

„ქვეყანაში მაღალმხარჯველიანი ტურისტი ახალი პროდუქტის შეთავაზების გამო მოდის. აღსანიშნია, რომ მსოფლიოში გამაჯანსაღებელ ტურიზმზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს, კურორტები გვაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ გამოსაკვლევია ჩვენი პოტენციალი, მარკეტოლოგების მხრიდან სწორად არის შესაფუთი და გასატანი ეს მიმართულებები ევროპის ბაზარზე. წყალტუბოს ნამდვილად აქვს პოტენციალი. ასევე აქვს აბასთუმანს, მისი ჰაერიდან გამომდინარე, კიდევ არის ახტალა და სხვა ადგილები, რასაც მეტი კვლევა სჭირდება. ის, რაც გვაქვს, ისედაც ცნობილია და ამას აუცილებლად სჭირდება გაზრდა“, - თქვა ჩეხერიამ.

მან სახელმწიფოს როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი რიგის პრობლემებს შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოგვარებაა.

„მთავრობის უმთავრესი როლია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა, პირდაპირი რეისების გაზრდა და ბიზნესის დახმარება იმ კონკრეტულ ბაზრებზე, საიდანაც შეიძლება მოვიზიდოთ ტურისტი“, - თქვა ვალერი ჩეხერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები