მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა უნდა იცოდნენ თურქეთში გამგზავრების მსურველებმა

5ee910d5b51e9
თამთა ჯიჯავაძე
16.06.20 23:30
3440
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოგზაურებს აეროპორტებსა და პორტებში, ასევე სახმელეთო გამშვებ პუნქტებზე შეამოწმებენ თერმული კამერების გამოყენებით. იმ მოგზაურებს, რომელთაც ტემპერატურა ექნებათ, მოუწევთ ანალიზის აღება კორონავირუსზე, ან საავადმყოფოში დარჩენა და კარანტინი, – ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარი მოქალაქეებისთვის თურქეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ინფორმაციაში, რომელიც თურქეთში მოგზაურობას ეხება, აღნიშნულია, რომ თურქეთმა საერთაშორისო საზღვრების გახსნის შესახებ 11 ივნისს განაცხადა. საერთაშორისო რეისები განაახლეს ავიაკომპანიებმა: Turkish Airlines-მა, AnadoluJet-მა, Pegasus-მა, და SunExpress-მა.

სამედიცინო ტურიზმის მიზნით ჩასულ უცხოელებს, დასჭირდებათ სამედიცინო ვიზა და სპეციალური სამედიცინო დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში სილამაზის სალონები, სავაჭრო ცენტრები და ცალკეული მაღაზიები უკვე გახსნილია, თუმცა, სავალდებულოა სოციალური დისტანცირება და აღნიშნულ დაწესებულებებში შეზღუდული ადამიანების შეშვება ერთდროულად.

გაიხსნა ასევე საბავშვო ბაღები და საზაფხულო ბანაკები, თუმცა, აქაც არის გარკვეული მოთხოვნები. ყველას უნდა ეკეთოს პირბადე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის სამსახურებში, სუპერმარკეტებსა და ტრანსპორტში. მათ შორის აეროპორტებშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები