მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა მოსთხოვოს ამომრჩეველმა ოპოზიციას და რაზე უნდა დაფიქრდეს თავად ოპოზიცია? - მოსაზრება

თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის როლზე ისაუბრა. მან განმარტა, რა უნდა მოსთხოვოს ამომრჩეველმა ოპოზიციას და რაზე უნდა დაფიქრდეს თავად ოპოზიცია.

თამარ ჩუგოშვილის მოსაზრებით, მიმდინარე წლის არჩევნებზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა გამსხვილებები განაგრძონ და კარგად გაიაზრონ, რომ არ გახდნენ ერთმანეთის კონკურენტები, რაც ამომრჩევლის მოთხოვნაც უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტია წლევანდელი არჩევნებისთვის უკვე გაერთიანდა. როგორც ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობა" "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად გავა მიმდინარე წლის არჩევნებზე. ასევე, „ლელო“, ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედანი“ არჩევნებისთვის გაერთიანდნენ. ამასთან, საარჩევნოდ ერთიანდებიან "ახალი", გირჩი-მეტი თავისუფლება და "დროა" .

„გამსხვილებები გარდაუვალი და სწორია, მაგრამ არასაკმარისი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა და დასძინა, რომ არ შეიძლება პარტიებმა მიზნად უბრალოდ პარლამენტში შესვლა დაისახონ, რადგან ისინი ერთმანეთის ნაცვლად "ქართულ ოცნებას" უნდა ედავონ.

„ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი უკიდურესად ფრაგმენტირებულია და ეს ამომრჩეველს აბნევს. სწორია, რომ გამსხვილებები დაიწყო, მაგრამ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. რაც ნაკლები იქნება ეს ცენტრები, მით უკეთესი, რადგან ხმების დახლეჩვა, დაყოფა ამ არჩევნებში არ შეიძლება. ეს არჩევნები არ არის იმაზე, ვინ გადალახავს ბარიერს და ვინ - არა. არ შეიძლება პარტიებმა მიზნად დაისახონ, რომ უბრალოდ პარლამენტში შევიდნენ - ეს გამოიწვევს კონკურენციას ოპოზიციურ ველზე და იმის ნაცვლად რომ ოპოზიცია ედავოს „ქართულ ოცნებას“ და მათი სამიზნე „ოცნება“ იყოს, ერთმანეთთან ჭიდაობას დაიწყებენ - ეს იქნება გამანადგურებელი, მძიმე შედეგის მომტანი, ამიტომ ეს გამსხვილებები არის გარდაუვალი და სწორი, მაგრამ არასაკმარისი და უნდა გაგრძეკდეს.

ყველაზე დიდი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამომრჩევლის ბაზა, რომელსაც არ მოსწონს, არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ - ეს არის ის ვისაც „გადაუწყვეტელ ამომრჩეველს“ ვეძახით. ადამიანების ეს ნაწილი ეძებს რაღაც მძლავრს, ანუ არა სუსტს, არა 5 პარტიას რომელშიც თავის ხმებს გაყოფს, არამედ მძლავრს, რადგან ამ არჩევნებზე ხალხი ყურადღებას მიაქცევს, რომ თავისი ხმა არ დაიკარგოს - პარტიებს, რომლებსაც ექნებათ ბარიერის გადალახვის რისკი, მათ ამომრჩეველი ხმას არ მისცემს. პარტიებმა უნდა გაიაზრონ, რომ არ არის ბრძოლა იმისთვის, ისინი შევლენ თუ არა პარლამენტში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჟურნალისტის ჩაკითხვას, ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება რომ ოპოზიცია მათ შორის, მანდატებზეც ფიქრობს, მან უპასუხა, რომ ბუნებრივია.

"ბუნებრივია, რომ პარტიები მანდატებზე ფიქრობენ და მათ თავისი პრაგმატული ინტერესი გააჩნიათ და ვერ ვეტყვით, რომ არ ჰქონდეთ ეს ინტერესი. უბრალოდ ზედმეტმა ფიქრმა იმაზე, რომელი 5%-ს და რომელი 6%-ს აიღებს, შეიძლება ისეთი სეგმენტი და იმდენი პროცენტი დატოვოს ბარიერს მიღმა, რომ ამან ძალიან დიდი გავლენა იქონიოს საბოლოო შედეგებზე არჩვებში. არჩევნები, რომელიც 5%-იანი ბარიერით ტარდება იწვევს ხოლმე დაახლოებით 20-25%-ის გაუნაწილებლობას - გაუნაწილებელი ყოველი მე-4 ხმა რჩევა, ამ არჩევნებზე კი ამის დაშვება არ შეიძლება. პარტიებმა ეს იციან, მაგრამ მათ ამომრჩეველმა უნდა მოითხოვოს, რომ ახლა იმის დრო არ არის, ვის ვინ მოსწონს, არ მოსწონს, ვის რა ეთმობა ან არ ეთმობა. ახლა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ და უნდა მოვიქცეთ ისე, რომ უბრალოდ ქვეყანა დადგეს იმ კურსზე, სადაც ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

"ერთიანობა" - ვინ არიან ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრები

„ლელო“, ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედანი“ არჩევნებისთვის გაერთიანდნენ

"ახალი", გირჩი - მეტი თავისუფლება და "დროა" საარჩევნოდ ერთიანდებიან - "ლელოსთან შეთანხმება ვერ მოხერხდა"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები