მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უპირატესობა აქვს MyCoins-ის აპლიკაციის გამოყენებას?

63aec9c155c32
BM.GE
02.01.23 11:30
781
MyCoins APP პირველი სრულად ქართული მობილური აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს კრიპტოვალუტებით ვაჭრობას საგრძნობლად უმარტივებს.

ტრეიდერის პერსპექტივიდან, სავაჭრო პლატფორმის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა და მარტივი გამოყენება.

მას შემდეგ, რაც სმარტფონები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა, მობილური სავაჭრო აპლიკაციის გამოყენება მომხმარებელს ეხმარება დაზოგოს დრო და ძალისხმევა.

ხელმისაწვდომობა: ნებისმიერს შეუძლია ჩამოტვირთოს მობილური აპი, დარეგისტრირდეს და მართოს კრიპტო პორტფელი. მობილური აპლიკაციის გამოყენება გაძლევთ მოქნილობას, განახორციელოთ ინვესტიცია, სადაც და როცა გინდათ.

ინფორმირებულობა: აპლიკაციის შეტყობინებების საშუალებით მეტად ინფორმირებული ხართ, რადგან მომენტალურად იღებთ მნიშვნელოვან შეტყობინებებს, ასევე აპლიკაციის საშუალებით, პარალელურად შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მნიშვნელოვან სიახლეებს.

კონტროლი: რადგან სმარტფონები მუდმივად თქვენს ხელშია, მნიშვნელოვანი ცვლილებებისას, მომენტალურად შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება და მარტივად სასურველი ოპერაციის შესრულება, რაც თქვენი პორტფელის მენეჯმენტს უფრო ეფექტიანს ხდის.

ამ ეტაპზე აპლიკაციის გადმოწერა Android-ზეა შესაძლებელი და მალე IOS ვერსიაც დაემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები