მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ვიცით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე, რომელსაც უკრაინა და პოლონეთი მოაწერენ ხელს?

თანამშრომლობა

უკრაინა თავდაცვის სფეროში პოლონეთთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის ემზადება. NATO-ს წევრ სახელმწიფოსთან სამხედრო სფეროში პარტნიორობის მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერით ზელენსკის ადმინისტრაციას კრემლისთვის მკაფიო მესიჯის გაგზავნა სურს. მესიჯის, რომ ის სწორედ იმ ქვეყნებთან გააღრმავებს თანამშრომლობას, რომლებსაც რუსეთი შეშინების მიზნით ესხმის თავს.

რაც შეეხება დოკუმენტის დეტალებს, როგორც პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ სოინიაკ-კამიზი აცხადებს, თანამშრომლობა სამინისტროების დონეზე წარიმართება და მოიცავს საერთო თავდაცვითი ინდუსტრიული პროექტების განხორციელებას, ასევე სამხედრო დრონების მართვის ერთობლივი სასწავლებლის ჩამოყალიბებას.

მინისტრის განცხადებით, ამ შეთანხმებით პოლონეთს უკრაინის საომარი გამოცდილების გაზიარება და საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესება სურს. სანაცვლოდ, უკრაინა NATO-ს წევრ ქვეყანასთან ერთად სამხედრო ქარხნების აგებას და ახალი შეიარაღების წარმოებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალები ჯერ არ საჯაროვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები