რა ხარჯების დაფინანსება მცირდება განათლების სამინისტროში?
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.20 18:00
• 1737
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოს ხარჯები ჯამურად 1.5 მილიარდი ლარით იზრდება და ის რეკორდულ - 15.9 მილიარდ ლარს მიაღწევს.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 1.54 მილიარდი ლარით იქნება განსაზღვრული, რაც 2020 წლის ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან მიმართებით 127.7 მილიონი ლარით ნაკლებია.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხარჯების შემცირება სამინისტროს სამივე მიმართულებაში - განათლებაში, კულტურასა და სპორტში, ძირითადად კი ინფრასტრუქტურული ხარჯების მიმართულებით დაგეგმილი კლებით არის გამოწვეული.
ზოგადი და სკოლამდელი განათლება:
ბიუჯეტი - 906.9 მილიონი ლარი, კლება ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან 20.4 მილიონი ლარი.
სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარება:
ბიუჯეტი - 119.2 მილიონი ლარი, კლება ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან 17,6. მილიონი ლარი.
სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი 61.1 მილიონი ლარია, რაც პირვანდელ პროექტთან შედარებით 19.4 მილიონით მცირდება.
პროფესიული განათლება:
ბიუჯეტი - 46.5 მილიონი ლარი, კლება ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან 6.4 მილიონი ლარი.
უმაღლესი განათლება:
ბიუჯეტი - 142 მილიონი ლარი, კლება ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან 2.9 მილიონი ლარი.
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა:
ბიუჯეტი - 57.3 მილიონი ლარი, კლება ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან 8.2 მილიონი ლარი.
კულტურა და სპორტი:
ხარჯების კლებაა დაგეგმილი კულტურისა და სპორტის მიმართულებითაც. კულტურის განვითარების პროგრამების დაფინანსება 17.8 მილიონი ლარით დაიკლებს და 70.9 მილიონი ლარი გახდება, ხოლო სპორტის მიმართულებით ხარჯების შემცირება კი 46.1 მილიონია და ის 84.2 მილიონით არის განსაზღვრული.