მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხარვეზები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობაში - დასკვნა

5e071388ca4b2
ინგა მურუსიძე
28.12.19 13:13
1219
რიგ შემთხვევებში საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის საჭირო პროდუქცია არასაბაზრო ღირებულებითაა შეძენილი იმ კომპანიისგან/ფიზიკური პირისაგან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან შესაბამის ფაკულტეტებთან, - ამის შესახებ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესყიდვების 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტშია ნათქვამი.

რაც შეეხება თავად შესყიდვებს, უნდა ითქვას, რომ გათბობა-გაგრილების სისტემის შესყიდვის ნაწილში ბაზრის კვლევის პროცედურები ფაქტობრივად განხორციელებულია ფორმალურად, ვინაიდან კვლევაში მონაწილე კომპანიები ერთმანეთთან დაკავშირებულია, ასევე შესასყიდი საქონლის ტექნიკური აღწერილობა მორგებულია კონკრეტული სასაქონლო მოდელის ან მწარმოებელი კომპანიის პროდუქციაზე, რითაც უკონკურენტო პირობებში გაიმარჯვა მონაწილე პრეტენდენტმა. აუდიტი აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში უნივერსიტეტმა ნაწილობრივ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება იმ პირობებში, როდესაც ანგარიშსწორება მიმწოდებელთან სრულად აქვს განხორციელებული.

სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ნაწილში, ელექტრონული ტენდერიდან სატენდერო კომისიამ დაუსაბუთებლად მისცა უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია, რითაც უნივერსიტეტმა შესაძლებლობა დაკარგა მიეღო 80.0 ათასი ლარის ეკონომია. 

კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვისას არასათანადოდ შემუშავდა საქონლის ჩაბარების ტექნიკური პირობები და არასრულყოფილად განხორციელდა ფასწარმოქმნის დამადასტურებელი დოკუმენტის ანალიზი, რის შედეგად არასრულად და არასაბაზრო ღირებულებით განხორციელდა საქონლის შესყიდვა. საბეჭდი კატრიჯებისა და ლაბორატორიული სპექტრომეტრის შესყიდვის ნაწილში არ არის გამოყენებული შესყიდვის საუკეთესო ოპტიმალური გადაწყვეტილებები, რაც საშუალებას მისცემდა უნივერსიტეტს ეკონომიურად და კონკურენტულ პირობებში განეხორციელებინა შესყიდვა.

ცნობისთვის, 2017 წლის პირველი იანვრიდან, 2019 წლის 1 იანვრანდე პერიოდში უნივერსიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერით განხორციელებული შესყიდვები, ჯამში – 14 344,0 ათასი ლარს შეადგენს, ხოლო გამარტივებული შესყიდვების მოცულობა ჯამში − 3 805,0 ათას ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები