დასავლეთის ქვეყნების მიერ ამოქმედებული შეზღუდვების პირობებში, საკრედიტო ორგანიზაციების მდგრადობის უზრუნველსაყოფად რუსეთის ცენტრალური ბანკის განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს. ამის შესახებ მარეგულირებელი განცხადებას ავრცელებს, სადაც ეს ზომებია დასახელებული. კონკრეტულად კი:
„1. 2022 წლის 31 დეკემბრამდე რუსეთის ბანკის საკრედიტო ორგანიზაციებს სთავაზობს:
- იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა 2022 წლის 18 თებერვლის შემდეგ გაუარესდა მოქმედი სანქციებით არის განპირობებული, რეზერვების დანაკარგების ფორმირების მიზნით მსესხებლების შეფასების გაუარესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
- რესტრუქტურიზირებული სესხების ფარგლებში, განურჩევლად მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შეფასებისა, ვალის მომსახურების ხარისხის შეფასება და არგაუარესების შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა 2022 წლის 18 თებერვლის შემდეგ გაუარესდა, ცენტრალური ბანკი საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციას ურჩევს, სესხებზე ჯარიმების დაწესების გარეშე.
- ბანკების ბალანსზე არსებული ქონების, აგრეთვე სესხებზე შესაძლო ზარალის რეზერვების გამოთვლის მიზნებისათვის თუ გირაო მიეკუთვნება ხარისხის I და II კატეგორიებს 2022 წლის 18 თებერვლის მდგომაროებით არსებული ღირებულების შეფასების გამოყენების შესაძლებლობა.
2. 2022 წლის 28 თებერვლიდან კონტრციკლური მაკროპრუდენციული პოლიტიკის ნაწილი ფარგლებში, რუსეთის ბანკი რუბლებში და უცხოურ ვალუტაში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხებისა და იპოთეკური სესხების (733 მილიარდი რუბლი 2022 წლის 1 თებერვლისთვის) დაგროვილ მაკროპრუდენციულi კაპიტალის ბუფერს ხსნის. ამ ღონისძიების ხანგრძლივობის ვადა განუსაზღვრელია. რისკის ფაქტორის დონე, საჭიროების შემთხვევაში მოგვიანებით, ახალი მოთხოვნებისთვის გადაიხედება“, - წერია ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებისა და რეზერვების მართვის ოპერაციებზე აკრძალვა დააწესა. როგორც ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, შეზღუდვები ნებისმიერ იურიდიულ პირზე ვრცელდება, ვინც ცენტრალური ბანკის სახელით ან მისი დავალებით მოქმედებს.




























