საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე 2024 წელს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა 2.6%-ით გაიზრდება, რაც თითქმის ორჯერ მეტი იქნება წინა პროგნოზთან შედარებით.
IMF-ის განახლებულ დოკუმენტში, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს, ყველაზე მკვეთრი დაწინაურება სწორედ რუსეთს აქვს, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული.
უნდა აღინიშნოს, რომ IMF-ს გაცილებით უფრო პოზიტიური მოლოდინი აქვს 2024 წელს, ვიდრე თავად რუსეთის ფინანსთა სამინისტროს და ცენტრალურ ბანკს. ოფიციალური მოსკოვის შეფასებით, წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 1.5-2.3%-ის ფარგლებში გაიზრდება, განსხვავებით IMF-ს 2.6%-იანი პროგნოზისა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმარტებით, მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაციით და ენერგორესურსების გაძვირებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, საუდის არაბეთმა და რუსეთმა ბაზარზე ხელოვნური დეფიციტი შექმნეს, რამაც ნავთობის გაძვირება გამოიწვია, ამ მოცემულობით ყველაზე დიდ სარგებელს კი სწორედ ზემოხსენებული სახელმწიფოები იღებენ.
რაც შეეხება სხვა ძირითად მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი 16%-ია; ინფლაციის დონე კი 8%-ის ფარგლებში მერყეობს.