მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის პერიოდში ინვესტორებმა რუსეთიდან $253 მილიარდის კაპიტალი გაიტანეს

64bf9095bf36f
გიორგი თოლორდავა
25.07.23 13:28
513
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო ინვესტორებმა და კომპანიებმა რუსეთის ფედერაციიდან 253 მილიარდი დოლარის კაპიტალი გაიტანეს, რაც ქვეყნის არსებობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, კაპიტალის ყველაზე მაღალი გადინება ომის საწყის დღეებში დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში უცხოური კომპანიების დახურვით და მათი ბაზრიდან გასვლით იყო განპირობებული.

გადინებული კაპიტალის მოცულობა რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ს აღწევს, რაც აგრეთვე ანტირეკორდად შეიძლება ჩაითვალოს. ასეთი ცუდი შედეგი რუსეთს 2008 წლის ფინანსური კრიზისის და 2014 წლის ყირიმის ანექსიის დროსაც კი არ ჰქონია.

ინვესტიციების გადინების გარდა, რეკორდულადაა გაზრდილი უცხოური კომპანიების მიერ ქონების გასხვისების შემთხვევებიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშორისო კომპანიები რუსეთში საკუთარ აქტივებს ყიდიან და ქვეყნის ბაზრიდან საბოლოოდ გადიან. ცნობისთვის გეტყვით, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ბაზარი 1,000-მდე მსხვილმა საერთაშორისო კომპანიამ და ორგანიზაციამ დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები