მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რაც უფრო მეტად ჩაერევა სახელმწიფო შრომის ბაზარზე, მით უფრო გაუარესდება მდგომარეობა”-რევაზ ხარაბაძე

644005158b79f
ანუკა ჯოხაძე
20.04.23 00:05
1013
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2020-2022 წლებში სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე 17 365 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, აქედან 12 645 - 2022 წელს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წლიურ ანგარიშში ცირკულარული მიგრაციაზეც არის საუბარი. ამ ეტაპზე შრომითი მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულებები გაფორმებულია ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან: გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, ისრაელთან, საფრანგეთთან და ბულგარეთთან. მათი ინფორმაციით, 2022 წელს გერმანიაში 1231, ხოლო ისრაელში მხოლოდ 17 ადამიანი დასაქმდა.

როგორც JobGear-ის დამფუძნებელი რევაზ ხარაბაძე ამბობს, ერთის მხრივ სახელმწიფო ლეგალური დასაქმების ხელშეწყობას ახდენს, მაგრამ მეორე მხრივ გამოჩნდა, რომ საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამა ადგილობრივ ბიზნესს ეკონომიკურად აქტიურ კადრებს ართმევს. რაც, ხარაბაძის თქმით, ბაზარზე კადრების დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზია.

“საზღვარგარეთ ადამიანების დასაქმებამ გამოიწვია ადგილობრივ შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის ხელოვნურად დარღვევა. მთელი 2022 წელი განმავლობაში ბიზნესი წუხდა იმაზე, რომ საქართველოში არ არსებობდა სამუშაო ძალა, რომელსაც დაასაქმებდნენ.

მომხრე არ ვარ სახელმწიფოს შრომის ბაზარში ჩარევის, რადგან შრომის ბაზარი ცოცხალი ორგანიზმია. აქ მხოლოდ 2 სუბიექტი უნდა მონაწილეობდეს, სამუშაოს მაძიებელი და დამსაქმებელი. ნებისმიერი სხვა ტიპის ჩარევა მოაქვს ცუდი შედეგი, იმ გაგებით, რომ გარიგებას ამ ორ სუბიექტს შორის უშლის ხელს. რაც უფრო გაზრდილი იქნება გაზრდილი იქნება სახელმწიფოს ჩართულობა ამ პროცესში, მით უფრო გაუარესდება მდგომარეობა შრომის ბაზარზე.”-აცხადებს JobGear-ის დამფუძნებელი რევაზ ხარაბაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები