მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაჭაში „ლუხუნი 2“ ჰესის მშენებლობისთვის მთავრობამ კომპანიას მიწა 1 ლარად მისცა და პირგასამტეხლო აპატია

12

მთავრობამ ჰესის აშენების პირობით პირობით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შ.პ.ს საერთაშორისო ეწერგო კორპორაციას 1 ლარად უძრავი ქონება (არასასოფლო-სამეურნეო მიწა) გადასცა.

კერძოდ, მთავრობის განკარგულების თანახმად, შპს საერთაშორისო ეწერგო კორპორაციას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურავში მდებარე უძრავი ქონება.

უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

  • საპრივატიზებო თანხის – 1 ლარის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში;
  • საქართველოს მთავრობასა და შპს საერთაშორისო ენერგო კორპორაციას შორის 2020 წლის 12 თებერვალს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (მასში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) განსაზღვრული „ლუხუნი 2“ ჰესის აშენება და ამავე მემორანდუმით გათვალისწინებულ ვადაში ექსპლუატაციაში მიღება;

ამას გარდა, კომპანია გათავისუფლდა 2020 წლის 21 ოქტომბერს დადებული წასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.

კომპანიის დირექტორი დავით მინდელი ამბობს, რომ ჰესის დადგმული საპროექტო სიმძლავრე 17 მეგავატი იქნება. მშენებლობის დასრულება კი 2027 წლის მაისისთვის იგეგმება. მისივე ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 32 მლნ ლარს შეადგენს.

მთავრობის განკარგულებით კომპანიას ჯამში 31 ათასზე მეტი კვ.მ არასასოფლო-სამეურწეო მიწის ნაკვეთი გადაეცა.

"ორი ნაკვეთია. ერთი არის დაახლოებით 20 000 კვადრატული მეტრი, მეორე კი 9 200, ასევე რამდენიმე ნაკვეთია 18 კვადრატული მეტრი", - ამბობს დავით მინდელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები