მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში მოყვანილი ნაძვი შესაძლოა ექსპორტზე თურქეთსა და სომხეთში გავიდეს

5fc33805d6b62
BM.GE
30.11.20 09:40
1909
რაჭული თესლის შემგროვებელი კომპანიების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ საქართველომ წლების განმავლობაში არსებული პოტენცილიას გამოყენება ვერ მოახერხა და შანსი, რომ ამ კონკრეტული პროდუქტიდან უფრო მეტი შემოსავალი მიგვეღო, გავუშვით. მათი თქმით, დიდია იმის რისკიც, რომ რაჭული გირჩის თესლის მთავარი მიმწოდებელი ევროპა თავად გახდეს, რადგან ნაძვის ხის პლანტანციები დანიაში უკვე გააშენეს.

"რაჭის ტყის მოსავალს ევროპული პლანტაციები სრულად ვერ ჩაანაცვლებენ", - ამბობს სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი. მისივე თქმით, საქართველოს ამ მიმართულებით ახალი ბაზრების ათვისება შეუძლია. განმარტავს, რომ საქართველოს წარმატებით შეუძლია ექსპორტზე რაჭული გირჩის თესლთან ერთად ნაძვის ხის ნერგებიც გაიტანოს. ამ მიმართულებით კი, საინტერესო ბაზრები მეზობელი ქვეყნებია.

“მოხდება ლიცენზიების უფრო მეტი დივერსიფიკაცია. ასევე, ადგილობრივ ბაზარზე იქნება შესაძლებელი სანერგეების მოწყობა და ნაძვის ხეების პლანტაციების გაშენება, ეს იგეგმება უკვე. რაც იქნება დამატებითი შეთავაზება ბიზნესისთვის. მარტო ეროვნული ბაზარი არ უნდა განვიხილოთ, ასევე საინეტერესო ბაზრებია ნაძვის ხეების ექსპორტისთვის მეზობელი ქვეყნები თურქეთი და სომხეთი. ეს არ იქნება ევროპული ბაზრისთვის ღირებული საექსპორტო პროდუქცია მანძილის გათვალისწინებით. ამასთან ევროპამ საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეროვნული ბაზარი დავაკმაყოფილოთ, რომელიც ძალიან დიდია. ყველა ოჯახს უნდა საახალწლოთ ნაძვის ხე, დღეს კი ბაზარი ლიმიტირებულია.”

ცნობისთვის, რაჭული გირჩის მოპოვების 10 წლიანი ლიცენზია კომპანიებმა ჯერ კიდევ 2009 წელს მოიპოვეს. 2019 წელს ნებართვებს ვადა გაუვიდა, თუმცა სახელმწიფოს გადაწყვეტილებით მათ ეს უფლება კიდევ 2 წლით გაუხანგრძლივდათ. ამ დროისთვის რაჭული გირჩის მოპოვებას ამბროლაურის რაიონში 8 ლიცენზიანტი ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები