მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის უცნაური სომხეთში ექსპორტის რიცხვებში? – ლექსო ალექსიშვილის ანალიზი

64b97d8f31bd1
ელენე კვანჭილაშვილი
20.07.23 23:55
2804
მხოლოდ სომხეთში საქართველოს ექსპორტი უფრო დიდია, ვიდრე მთელ ევროკავშირში – ამას აჩვენებს 2023 წლის 6 თვის სტატისტიკა. ამ 6 თვეში საქართველომ ევროკავშირში 398 მილიონი დოლარის, ხოლო სომხეთში 440 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელა. ეს მოცემულობა ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’–სთან ლექსო ალექსიშვილმა შეაფასა.

გადაცემის ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვაზე – რაიმე უცნაურიც ხომ არ ხდება საქართველოს ეკონომიკაში? – ლექსო ალექსიშვილმა უპასუხა, რომ “უცნაური ის არის, რომ ჩვენ სავაჭრო პარტნიორებს სხვანაირი სავაჭრო სტრუქტურა ჰქონდათ და ეს ვითარება დღეს რადიკალურად შეიცვალა”.

ლექსო ალექსიშვილის ანალიზით, რუსეთ–უკრაინის ომამდე პროდუქტების ნაწილის დინებას რუსეთის რეექსპორტის ფორმა ჰქონდა, დღეს კი ეს შეუძლებელია, რადგან რუსეთიდან ნაკადები შემცირდა ან მთელ რიგ პროდუქტებზე უბრალოდ გაქრა.

“ახალი ბაზრებია საჭირო. ერთ–ერთი მოთამაშე გაჩნდა საქართველო. სომხეთის შემთხვევაშიც იგივეა – ამბობს ლექსო ალექსიშვილი ‘ანალიტიკა’–სთან – სომხეთისთვის ბევრი სხვა პარტნიორი არც არის ხომ? ამ კონკრეტულ ვითარებაში საქართველოა მთავარი სავაჭრო პარტნიორი. ამიტომაც ეს [რიცხვები] რაიმე ტიპის მოულოდნელობა არ უნდა იყოს”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები