მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემთვის ხშირად უკითხავთ, რა მომცა ევროპულმა ბაზარმა - „იაგოს ღვინო“

64c3ecb398b36
ალა ისპირიანი
28.07.23 21:00
1209
კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა, იაგო ბიტარიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბაზის დივერსიფიცირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ ბაზარზე დამოკიდებულება რისკებს შეიცავს, რის მაგალითადაც რუსეთის ბაზარი მოიყვანა. ბიტარიშვილი განმარტავს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობის შემთხვევაში საფრთხე მათ შორის პროდუქციის ექსპორტს ექმნება, ამიტომ რისკების თავიდან აცილების მიზნით ბაზრების დივერსიფიცირება აუცილებელია.

„ღვინის ექსპორტი საქართველოს ეკონომიკაში ყოველთვის მოწინავე ადგილებზე იყო და იმედია სულ ასე იქნება - შემოსავალი უნდა გვიხაროდეს, მაგრამ ნებისმიერ ერთ ქვეყანაზე ამხელა წილით ჩამოკიდება სექტორისთვის დიდ რისკს შეიცავს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რუსეთის ბაზარი ძირითადად დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციასთან, პოლიტიკა კი ხშირად იცვლება და მომავლის განჭვრეტა რთულია. ამავე დროს ისიც გასათვალისწინებელია. რომ რუსეთშივე იზრდება დიდი რაოდენობით ადგილობრივი წარმოება და ისინი ითხოვენ საბაჟო მოსაკრებლის დაწესებას, რომელიც დაბალი პროცენტი არ არის, ამიტომ მოკლევადიან პერსპექტივაზე ეს ციფრები შეიძლება ბევრზე მეტყველებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი პრიორიტეტი მაქსიმალური დივერსიფიცირება უნდა იყოს“, - განაცხადა მან.

კითხვას, რუსეთის ბაზარზე გადართვა როგორ მოქმედებს ხარისხზე? მან შემდეგნაირად უპასუხა:

„ზოგადად ბაზარი ბევრ რამეს გვკადრულობს, მითუმეტეს, როდესაც დიდ რესურსზეა საუბარი. ჩემთვის ხშირად დაუსვიათ კითხვა, რა მოგცა ევროპულმა ბაზარმა, - პირველ რიგში ცოდნა. ასევე, როგორც ბიზნესი გავიზარდე, ცოდნის კულტურის, მუშაობის კულტურის და ღვინის ხარისხის თვალსაზრისით ეს ყველაზე მეტია, რაც შეიძლება მე მიმეღო ნებისმიერი სხვა ბაზრით.

ყველა ბაზარს თავისი სპეციფიკა ახასიათებს, მაგალითად ჩინეთის და რუსეთის შემთხვევაში საუბარია ნახევრად ტკბილ ღვინოებზე, რომელიც მაღალი ხარისხის ღვინოებად არ ითვლება და მაგიტომაც არის, რომ თუ ღვინის გაყიდვა რუსეთში გაჭირდა ღვინოს სხვაგან ვერ გავყიდით - ეს ღვინო სხვას არ სჭირდება.

ამიტომ დასავლეთის ბაზრებზე ღვინის გაყიდვა ნიშნავს ქართული ღვინის ხარისხის გაზრდას, რადგან ის ბაზარი მაგას გვკარნახობს, რომ ხარისხიანი ბაზარი სჭირდებათ. ეს ფაქტორიც დამატებითი ფაქტორია თუ რატომ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ალტერნატიულ ბაზრებზე“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები