მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაჭაში რთველი ყოველ წელს ქაოტურად მიმდინარეობს" - "ალეკო სარდანაშვილის მეღვინეობა"

რთველი 2023

რაჭაში რთველის დასრულების შემდეგ "ალეკო სარდანაშვილის მეღვინეობის" დამფუძნებელი BMG-სთან რთველი 2023 წლის შედეგებსა და გამოწვევებზე საუბრობს. ალეკო სარდანაშვილი აღნიშნავს, რომ წინა წლების მსგავსად, წელსაც რთველის პროცესის ქაოტურობა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.

მეღვინე განმარტავს, რომ რაჭაში ყურძნის ჩაბარება არ იწყება მაშინ, როცა ეს მოსავლისთვის აუცილებელია და როცა ყურძნის შაქრიანობა შესაბამის კონდიციაშია, დათქმულია ერთი კონკრეტული თარიღი და ფერმერები ამ თარიღის მოსვლას ელოდებიან, რომ კრეფა დაიწყოს, რაც მოსავლის ხარისხს აუარესებს.

"რაჭაში რთველი ყოველ წელს ქაოტურად იმართება. შეუძლებელია, რომ ყოველ წელს მოსავალი 10 ოქტომბერს იყოს მზად იმისთვის, რომ დაიკრიფოს და ჩაბარდეს, ეს სეზონების მიხედვით იცვლება. შეიძლება შაქრიანობა იდეალურ მდგომარეობაში 5 ოქტომბერს იყოს ან სხვა დროს, თუმცა 10 ოქტომბერი არის მშრალ თარიღად არჩეული და ყოველ წელს რაჭაში რთველის დაწყება ამ თარიღის გარშემო ტრიალებს, რაც ჩემი აზრით, სწორი არაა. სხვა მიდგომაა საჭირო, აღწერა უნდა მოხდეს ვენახებისა და მოსავლის, რაჭა კი არის პატარა, მაგრამ აქაცაა სხვაობა სხვადასხვა სოფლებში მოსულ მოსავალს შორის, შესაბამისად, წინასწარ უნდა ვიცოდეთ ხვანჭკარის მიკროზონაში ან სხვა ნაწილში როდის იქნება ყურძნის კონდიცია შესაბამისი. ამისთვის, საკმაოდ დიდი სამუშაოა გასატარებელი, ფაქტია, რომ ეს არ ტარდება. მოსახლეობა ისევ ერთ კონკრეტულ თარიღს ელოდება და შეიძლება წვიმაშიც კი დაკრიფონ და ჩააბარონ", - ამბობს ალეკო სარდანაშვილი

მისივე ცნობით, რეგიონს ყველაზე მეტად კვალიფიციური კადრები, აგრონომები და მევენახეების ცნობადობის ამაღლება სჭირდება - " მევენახემ უნდა იცოდეს, როდის რა პრეპარატი უნდა გამოიყენოს, რა დოზირებით, როგორ გაუმკლავდეს კლიმატურ ცვლილებებს", - განაცხადა მეღვინემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები