მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში წელს 1700 ტონამდე ყურძენს ელოდებიან - როგორ მიმდინარეობს რთველი?

63464f8e2ee9f
ინგა მურუსიძე
12.10.22 09:21
912
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ინფორმაციით, რაჭაში რთველი წარმატებით მიმდინარეობს.

მათი ცნობით, საპროგნოზო მოსავალი რაოდენობა 1500-1700 ტონის ფარგლებშია, მოსავლის დაბინავების პროცესში კი 30-მდე კომპანია იქნება ჩართული.

„ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს.

ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.

რთველი 2022-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბოლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები